27 ნოემბერი, 2018
მარიამ ბაგათელია, მოსწავლე: „საათს ვუყურებდი და წამებს ვითვლიდი, სანამ ტესტები გაიხსნებოდა“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე, მარიამ ბაგათელია პირველი აღმოჩნდა საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ მოსწავლეებს შორის, რომელმაც ნოემბრის თვის შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა და ,,შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს’’ 100 ქულა და ოქროს დიპლომი მოიპოვა.
როგორც მარიამი
www.izrune.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, შუაღამის 12 საათამდე კომპიუტერთან იჯდა და ტესტის გახსნას მოუთმენლად ელოდა.
მარიამ ბაგათელია, მოსწავლე:
„კომპიუტერთან დედიკოსთან ერთად ვიჯექი, საათს ვუყურებდი და წამებს ვითვლიდი, სანამ 00:00 შესრულდებოდა. არ მეძინებოდა, რადგან ვიცოდი, რომ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო და ერთი სული მქონდა ტესტი გამევლო. ძალიან გამიხარდა, როდესაც მაქსიმალური ქულა მივიღე და ოქროს დიპლომი მოვიპოვე. სახლში ბედნიერების კედელი მაქვს გაკეთებული და
www.izrune.ge-ს დიპლომებს იქ ვაგროვებ.
www.izrune.ge-ს ტესტები ძალიან მომწონს და მინდა ბევრი ცოდნა მივიღო და დიპლომებიც დავაგროვო. მომავალში მინდა ექიმი გამოვიდე. ყველა საგანს კარგად ვსწავლობ და სწავლის გარდა გატაცებული ვარ ცეკვით, განსაკუთრებით აჭარულის ცეკვა მიყვარს.“
მადონა ბაგათელია, დედა:
„ბავშვს კომპიუტერი ჩართული ჰქონდა და ჩემთან ერთად საათს უყურებდა, სანამ ტესტები გაიხსნებოდა. შემაჯამებელი ტესტის გავლას ორივე მოუთმენლად ველოდით. რამდენიმე წუთში საუკეთესო შედეგიც აჩვენა და ოჯახის წევრები ძალიან გაგვახარა. მომწონს
www.izrune.ge-ს პროგრამა. ყოველ ტესტირებაზე მოსწავლე ახალ ცოდნასა და გამოცდილებას იძენს. ჩემ შვილს
www.izrune.ge-ს ტესტები მოსწონს და უყვარს, უკვე ხუთი დიპლომი აქვს და ძალიან მოტივირებული და მონდომებულია.“