დღევანდელობაში ძალიან გავრცელებულია ინტერნეტ (კიბერ) ბულინგის საფრთხეები განსაკუთრებით მოზარდებში. კიბერ ბულინგი ბულინგის საკმაოდ უსიამოვნო და საშიში ფორმაა. სოციალურ ქსელებში ჭორის, დეზინფორმაციის, ადამიანზე გამუდმებით ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება არის ბულინგის ერთ-ერთი საკმაოდ უსიამოვნო სახე.
რაც არ უნდა ცუდად გრძნობდნენ თავს, ბავშვები ხშირად არ უმხელენ მშობლებს და მასწავლებლებს კიბერბულინგის შესახებ, რადგან ეშინიათ, რომ ამის გამო შეიძლება კომპიუტერის ან ტელეფონის გარეშე დარჩნენ. ცხადია, მშობლებმა უნდა გაუწიონ მეთვალყურეობა, როგორ იყენებს ბავშვი ტექნოლოგიურ და საკომუნიკაციო საშუალებებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არასდროს დაემუქრონ ტელეფონისა და კომპიუტერის წართმევით მოზარდს, რომელიც კიბერბულინგის მსხვერპლი გახდა.
თქვენი შვილი კიბერბულინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს, თუ ის:
1.ხდება სევდიანი, გაბრაზებული ან დათრგუნული ინტერნეტის ან მობილური ტელეფონის გამოყენების შემდეგ;
2.შფოთავს, როცა იღებს ტექსტურ მესიჯს ან იმეილს;
3.ცდილობს თავი აარიდოს იმის განხილვას, თუ როგორ იყენებს კომპიუტერს ან მობილურ ტელეფონს;
4.თავს არიდებს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და უარს ამბობს იმ საქმიანობაზე, რომელიც მანამდე მოსწონდა;
5.მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზის გარეშე უფუჭდება ნიშნები;
6.უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე ან არ ესწრება კონკრეტულ საგნებს ან კლუბებს;
7.ეცვლება ხასიათი, ქცევა, ძილი, მადა ან უჩნდება დეპრესიის ან შფოთვის ნიშნები.
თუ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია
აუხსენით, რომ ეს არ არის მისი ბრალი. არ შეეკითხოთ, თუ რა მოიმოქმედა მან ისეთი, რომ ასე მოექცნენ? ნუ აიძულებთ სოციალური ქსელის დახურვას. მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვმა იცოდეს თქვენი თანადგომის შესახებ.
როგორ მოიქცნენ მშობლები?
1.ნუ გაავრცელებენ კიბერბულინგის შემცველ მესიჯებს;
2.შემჩნევის შემთხვევაში პირდაპირ უთხრან საკუთარ მეგობრებს, შეწყვიტონ კიბერბულინგი;
3.შეწყვიტონ კომუნიკაცია კიბერაგრესორთან და წაუკითხავად წაშალონ მათგან მოსული მესიჯები;
4.არასდროს გაავრცელონ საკუთარი ან თავისი მეგობრების პერსონალური ინფორმაცია ონლაინ (სრული სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, სკოლის სახელი, მშობლების სახელები, საკრედიტო ბარათის ინფორმაცია ან პირადობა);
5.მშობლების გარდა, არავის გაუზიარონ საკუთარი ინტერნეტ-პაროლი;