29 ნოემბერი, 2018
ვინ გახდა ნოემბრის თვის მომავლის კლასი?
ნოემბრის თვის მომავლის კლასი თბილისის 145-ე საჯარო სკოლის პირველი მეოთხე კლასი გახდა. დაწყებითი კლასის მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა საგანმანათლებლო ვებ-გვერდის პროგრამაში აქტიურად არის ჩართული. ნოემბრის თვის შემაჯამებელ ტესტში თითოეულმა მათგანმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. როგორც კლასის დამრიგებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ბავშვები შემაჯამებელი ტესტის გავლას მოუთმენლად ელიან. დღეს მოსწავლეებმა სიმბოლური ბანერები გააკეთეს. „მე მიყვარს
www.izrune.ge“- ამ სლოგანით ვებ-გვერდის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოხატეს.
მირანდა ფურცხვანიძე, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი:
„ჩემი კალასის მოსწავლეები მოუთმენლად ელიან სახლში წასვლას, რომ სავარჯიშო ტესტები გააკეთონ. შემაჯამებელ ტესტში უმეტესობამ მაღალი ქულა მიიღო და ოქროს დიპლომებიც მოიპოვეს. ბავშვები ძალიან გახარებულები და მოტივირებულები არიან. წარმატების კედელსაც ვაკეთებთ სკოლაში და ყოველი თვის ბოლოს თითოეული მოსწავლის შედეგს ამ კედელზე განვათავსებთ. მინდა დღეს სავარჯიშო ტესტის გავლაში ყველა მოსწავლეს წარმატებები ვუსურვო.
www.izrune.ge ძალიან სასარგებლო პროექტია.“
ბარბარე დოლენჯაშვილი, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:
„შემაჯამებელ ტესტში პირველი ოქროს დიპლომი ავიღე და ძალიან გამიხარდა. ტესტი დამოუკიდებლად გავაკეთე და დედაც გავახარე. მოუთმენლად ველოდები დღეს სავარჯიშო ტესტის გავლას. მე
www.izrune.ge ძალიან მიყვარს.“
ანასტასია ნადირაძე, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:
„100 ქულა მივიღე შემაჯამებელ ტესტში. კმაყოფილი ვარ შედეგით. დღეს მინდა, რომ სავარჯიშო ტესტშიც კარგი ქულა დავიმსახურო და ჩემი დედიკო და მამიკო გავახარო.“
დემეტრე ტურაშვილი, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:
„მოუთმენლად ველოდები სავარჯიშო ტესტის გავლას. მე დიპლომი უკვე ამოვბეჭდე, რათა სკოლაში მივიტანო. ძალიან გამიხარდა, როდესაც შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მივიღე.“