30 ნოემბერი, 2018
10 მიზეზი თუ რატომ უნდა ასწავლოთ ბავშვებს ხატვა
ხელოვნება ეხმარება ბავშვებს აღმოაჩინონ და შექმნან ბედნიერება. ხატვა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას: მოითხოვს პრაქტიკულ და სტრატეგიულ აზროვნებას. ვითარდება ხელისა და თვალის კოორდინაცია. ამზადებს ბავშვს მომავლისთვის: შემოქმედებითობა და გონებაგახსნილობა საჭიროა ნებისმიერი კარიერული წინსვლისთვის.
1.ხელოვნება ეხმარება ბავშვს, აღმოაჩინოს და შექმნას ბედნიერება, სიხარული.
2.ხატვა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას : მოითხოვს პრაქტიკულ და სტრატეგიულ აზროვნებას.ვითარდება ხელისა და თვალის კოორდინაცია.
3.ამზადებს ბავშვს მომავლისთვის: შემოქმედებითობა და გონებაგახსნილობა საჭიროა ნებისმიერი კარიერული წინსვლისთვის. შემოქმედებითობა არის ხანგრძლივი უნარი და შეიძლება გამოვიყენოთ ყოველღიურ სიტუაციებში;
4.ასწავლის ბავშვს პრობლემის გადაჭრას, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები.
5.ზრდის მოტივაციას, აუმჯობესებს კომუნიკაციას და აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას გარემოსთან.
6.ხატვა ეხმარება ბავშვს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. წარმოვიდგინოთ რა შესანიშნავი გრძნობაა ბავშვისთის, როცა ის ამბობს: ,,შეხედეთ, რა დავხატე!’’ ან ,,მე შევძელი ამის დახატვა.’’
7.ხელოვნება აღვიძებს შეგრძნებებს, ბავშვს აძლევს ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობას.
8.ხატვის დროს ვითარდება მხედველობითი აღქმა, მეხსიერება;
9.სწავლობს, დაისახოს და შეასრულოს ამოცანა. მიიყვანოს დაწყებული საქმე, ბოლომდე დაასრულოს ნამუშევარი. ბავშვი სწავლობს განწყობის შემუშავებას. მნიშვენელოვანია განიცადოს სიხარული და თვითკმაყოფილება ხატვის პროცესში.
10.მოზარდი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ცხოველებს, მცენარეებს, გარემოს, უვითარდება ფანტაზია, ცნობიერება, ემოციები, ესთეტიური აღქმა, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ნებისყოფა;