04 დეკემბერი, 2018
რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა შვილის შექებისას?
აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდის შექებას. ხშირი წახალისება და დადებითი შეფასება მას სრულფასოვან ადამიანად ჩამოაყალიბებს. თუმცა ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ შექებამ შეიძლება უარყოფითი გავლენაც მოახდინოს მის შვილზე.
ფსქიოლოგები ამბობენ, რომ შექება ბავშვის ქცევას ბუნებრივად უნდა მოსდევდეს.მშობლები შექებისას ხშირად უშვებენ შემდეგი სახის შეცდომებს:
1.ქება ირონიული ტონით- როცა აქებთ, ტონში ირონია ან დაცინვა არ გაურიოთ. არ გაიხსენოთ მსგავსი შემთხვევა, როცა უარესად მოიქცა.
2.ხშირი შექება- არ შეაქოთ დაუმსახურებლად. დაუსრულებელი შექება თქვენს შვილზე უარყოფითად აისახება. ნუ შეაქებთ იმის გამო, რაც მას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ისედაც გამოსდის.
3.ენის მოჩლექვით წარმოთქმული სიტყვები- არ უთხრათ სიტყვები, რომლებსაც აზრი არ აქვს. ენის მოჩლექვით შექება მის ემოციურ მოთხოვნილებებს ვერ დაკმაყოფილებს.
4.ერთი ბავშვის შექება ან კრიტიკა მეორის თანდასწრებით- არასოდეს შეაქოთ ან გააკრიტიკოთ ერთი ბავშვი მეორის თანდასწრებით, რადგან დედმამიშვილებს შორის მეტოქეობა არ გაჩნდეს.
5.არ დადოთ გარიგება- ბავშვთან არ დადოთ ასეთი სახის გარიგება: „თუ სათამაშოებს აალაგებ, შოკოლადს მოგცემ“. შეიძლება შექება და ჯილდო ბავშვის მოსყიდვად ჩაითვალოს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ უმჯობესია, ბავშვი შეაქოთ იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ და საუკეთესო შემთხვევაში. ჩაუნერგეთ შვილებს საკუთარი თავის რწმენა, აგრძნობინებთ, რომ მისი გჯერათ. შეაქეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და დაეხმარეთ მათ წარმატების მიღწევაში.