რომელი წიგნები უნდა წავაკითხოთ ბავშვებს ზამთარში? მართალია, ზამთრის არდადეგები ხანმოკლეა, მაგრამ შესაძლებელია ეს დრო მეტად ნაყოფიერი გახადოთ თქვენი შვილებისთვის.
გთავაზობთ რამდენიმე წიგნს, რომელთა წაკითხვაც ზამთარში მეტად სასიამოვნო იქნება.
დევიდ მიტჩელი – ძვლის საათები
ჰოლი საიკსი 15 წლის იყო, როდესაც იგი დედასთან ჩხუბის შემდეგ, სახლიდან გაიქცა, თუმცა, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორი ცხოვრება ელოდა წინ. ეს წიგნი “ამაზონის” მიერ გამოვლენილ 2014 წელს გამოცემულ 100 საუკეთესო წიგნს შორის მე-14 ადგილზეა.
ენტონი დოერი – შუქი, რომელსაც ვერ ვხედავთ
ეს არის ისტორიული თხზულება გოგონას შესახებ, რომელიც პარიზში მამასთან ერთად ცხოვრობს. მარიმ 6 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. გერმანელების პარიზში შემოსვლის შემდეგ, მარი და მამამისი პატარა მშვიდ ქალაქში – სანტ მალოში იპოვიან უსაფრთხო საცხოვრებელს, სადაც მარი ვერნერს – ობოლ ბიჭს გაიცნობს, რომელიც რადიოებს აკეთებს. ომის სისასტიკის წინააღმდეგ მიმართული “შუქი, რომელსაც ვერ ვხედავთ” გვაძლევს ძალას, დავინახოთ სინათლე და სილამაზე იქ, სადაც გვგონია, რომ მხოლოდ სიბნელეა.
“მეფორნე”/”მეეტლე მოჩვენება” – სელმა ლაგერლოფი
რომანში─«მეფორნე»─ ადამიანის ტანჯვისა და დაღუპვის ფონზე ნათელისა და ბნელის ჭიდილია გადმოცემული.
“ყვავილები ელჯერნონისთვის” -დენიელ კიზი
ყვავილები ელჯერნონისთვის ერთი ადამიანის ორ ცხოვრებაზე მოგვითხრობს , ცხოვრებზე, როგორც გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანისა და ცხოვრებზე, როგორც გენიოსისა.
“ჩელენჯერის უფსკრული” ნილ შუსტერმანი
ჩელენჯერის ღრმული დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილია, ზღვის დონის დაბლა 10 994 კმ-ზე, წყნარ ოკეანეში მდებარეობს და საიდუმლოებებით არის მოცული. ასეთივე იდუმალია შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის გონება – ღრმა და მიუწვდომელი სურათების, სახეების, ამბების საუფლო. მისი ხილვა მაშინ არის შესაძლებელი, თუკი კეიდენ ბოსხის თხრობას მიჰყვებით, მასთან ერთად ახვალთ საზღვაო ხომალდზე, საოცარი ეკიპაჟის წევრობას გაბედავთ და ფსიქიატრიულ კლინიკასა და ოკეანის სივრცეებს შორის ჩაიკარგებით;