ლელა გეთიაშვილი, დამრიგებელი:„ იზრუნე.ჯი-ს დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ინოვაციებს ფეხს აუწყობენ.“
დღეს ხუთშაბათია, სავარჯიშო ტესტის დღე.
www.izrune.ge-ს დიდი ოჯახის პატარა წევრები სავარჯიშო ტესტის გავლას მოუთმენლად ელიან და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღისთვის“ ემზადებიან. ამჯერად საკუთარ მოლოდინსა და ემოციებს თბილისის N94 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები მშობლებთან და დამრიგებელთან ერთად გვიზიარებენ.
ლელა გეთიაშვილი, 94-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის დამრიგებელი:
„ჩემი კლასის მოსწავლეები ორი თვის წინ დარეგისტრირდნენ საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე და მას შემდეგ დიდი მონდომებით გადიან სავარჯიშო თუ შემაჯამებელ ტესტებს. ტესტირების მეორე დღეს სკოლაში მოაქვთ ის საკითხები, რომლებიც ვერ გაიგეს. განსაკუთრებით უყვართ მათემატიკა. მე თითოეული მოსწავლის შედეგს ეტაკოდის დახმარებით თვალს აქტიურად ვადევნებ. ვფიქრობ, რომ
www.izrune.ge-ს დახმარებით მოსწავლეები თანამედროვე ინოვაციებს ფეხს აუწყობენ.“
დეა სესიტაშვილი, 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:
„ტესტებს დამოუკიდებლად ვაკეთებ და შემდეგ ჩემს შედეგს ოჯახის წევრებს ვუზიარებ. ორი დიპლომი მაქვს და ვმეცადინეობ, რომ უფრო მეტი დიპლომის მოპოვება შევძლო. მოუთმენლად ველოდები სავარჯიშო ტესტის გავლას, მინდა რომ კარგი ქულა მივიღო.“
მარიამ ქიმაძე, 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:
„
www.izrune.ge-ზე დიდი ხანი არ არის რაც დავრეგისტრირდი, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი ვისწავლე. მე და ჩემი მეგობრები შედეგს ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს და ყველას ძალიან გვიხარია, როდესაც საუკეთესო შედეგი გვაქვს. სავარჯიშო ტესტებში მინდა უმაღლესი ქულა მივიღო, რომ შემდეგ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ოქროს დიპლომი მოვიპოვო.“
გურამ ცერცვაძე, 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:
„მოუთმენლად ველოდები სავარჯიშო ტესტის გავლას. ვფიქრობ, რომ მინიმუმ 90 ქულა უნდა მივიღო. ძალიან დიდ გამოცდილებას მაძლევს
www.izrune.ge. ყოველ ტესტირებაზე ახალ ცოდნას ვიღებ. რა საკითხებსაც ვერ ვიგებ ვინიშნავ და სკოლაში მასწავლებელს ვეკითხები, რათა უკეთ გავერკვიო.“
ნანი ასანიძე, გურამ ცერცვაძის მშობელი:
„ძალიან კმაყოფილები ვართ
www.izrune.ge-ს ინოვაციური საგანმანათლებლო ვებ-გვერდით. ბავშვი იძენს ახალ უნარ-ჩვევებს. მუშაობს საკუთარ თავზე, როდესაც შეცდომას უშვებს ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია და ისწავლოს უფრო მეტი. არასოდეს ავიწყდება სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტების გავლა. მინდა დღეს ყველა მოსწავლეს წარმატებები ვუსურვო.“
სალომე გოგლიჩაძე, ზურა საჯაიას მშობელი:
„ძალიან მომწონს ეს პროექტი. ბავშვები უფრო განვითარდებიან და მიიღებენ გამოცდილებას. ტესტების გაკეთების დროს ჩემი შვილი ადრე უფრო ნერვიულობდა, ახლა უკვე გადალახა ონლაინ ტეტსების გაკეთების შიში. ხუთშაბათ დღეს ყოველთვის მოუთმენლად ელის და ტესტებსაც სიხარულით აკეთებს.“
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა.“