ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის ცუდი ქცევა და აგრესია არის მისი მეთოდი მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე ან საზოგადოებამდე. მათ ყოველთვის სათქმელის სიტყვებით გამოხატვა არ შეუძლიათ. ამიტომ პროტესტსა და წყენას აგრესიითა და ცუდი ქცევით გამოხატავენ.
სპეციალისტების თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დაადგინოთ მოზარდის ცუდი ქცევის გამომწვევი მიზეზები.
რატომ არიან ბავშვები აგრესიულები?
აგრესია არის ერთგვარი სიგნალი, რომ ბავშვის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ არის. აგრესიის გამოვლენის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მშობლის არასაკმარისი ყურადღებაც შეიძლება აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორი – ოჯახი, ბაღი, სკოლა, მეგობრები, წიგნები და ა.შ.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვი აგრესიას გამოხატავს და ცუდად იქცევა?
პირველ რიგში მნიშვნელოვანია მშობელმა საკუთარი შვილი პოზიტიური მეთოდების გამოყენებით აღზრდოს.
1.დაადგინეთ მაპროვოცირებელი ფაქტორი – სიტუაცია, რომელიც უბიძგებს ბავშვს აგრესიული ქმედებისკენ- თუ შვილი გულს გადაგიშლით და თავისი აგრესიის მიზეზს გეტყვით. მოუსმინეთ. გაიგეთ, რის გამოა აგრესიული, რატომ გეუზრდელებათ. აჩვენეთ, რომ მზად ხართ დაეხმაროთ.
2. არ განსაჯოთ - არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ მისი განსჯა. მხოლოდ და მხოლოდ გაგებით მოკიდება მოგცემთ საჭირო შედეგს.
3.თავი აგრძნობინეთ მნიშვნელოვან ადამიანად - კარგი იქნება, თუ მოზარდ შვილს ზოგჯერ თქვენც ჰკითხავთ რჩევას. ის მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს, მიხვდება, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.
4.მოარიდეთ ძალადობის ამსახველ კადრებს- ეცადეთ, მოარიდოთ ბავშვი ისეთ გადაცემებს, მულტფილმებს, ზღაპრებს, რომლებშიც ძალადობა გამართლებულია.
5.მართეთ საკუთარი თავი- მოზარდთთან საუბრისას აკონტროლეთ საკუთარი მეტყველება და ემოციები. მოერიდეთ ბრძანებების, მუქარისა და ბრალდებების გამოყენებას. ყურადღებას მხოლოდ უარყოფით მხარეებზე ნუ გაამახვილებთ, აუცილებლად შეაქეთ და მოიწონეთ მისი კარგი საქციელი.