-სთან შვილებზე განსაკუთრებულმა მზრუნველობამ დაამეგობრა. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა 4 შვილის მამა შვილების აღზრდა-განათლების საკითხში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე სამი შვილი საკუთარი ხელით დაარეგისტრირა და მას შემდეგ მათი ცოდნისა და განათლების დონეს თვალს მუდმივად ადევნებს.
მრავალშვილიანი მამა ამბობს, რომ ბავშვების აღზრდაში არა მარტო ოჯახი და სკოლა, არამედ მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული.
ზურაბ ბარამიძე, 4 შვილის მამა:
„ბავშვების განათლებასა და მოტივაციაზე
www.izrune.ge დადებითად აისახება. საიტი ძალიან ეხმარება მათ, რომ გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ გამოცდილება. მე ვცდილობ აქტიური კომუნიკაცია მქონდეს ჩემ შვილებთან. ნიკოლოზი, ნინო და მარიამი ყოველთვის დიდი მონდომებით აკეთებენ ტესტებს. ნიკოლოზი პირველ კლასში სწავლობს და აღფრთოვანებას ვერ მალავს, როდესაც შესრულებულ ტესტზე ბრწყინვალე ეწერება. დღეს ამოვბეჭდე დიპლომები ერთი სახლისთვის, ხოლო მეორე სკოლისთვის. “
ნათია თავაძე, 4 შვილის დედა:
„სკოლიდან მივიღეთ ინფორმაცია
www.izrune.ge-ს შესახებ, მაშინვე დავინტერესდით. ჩემმა მეუღლემ დაარეგისტრირა სამივე ბავშვი. ნიკოლოზს ორივე მშობელი გვერდით ვუსხდებით და ვეხმარებით წაკითხვაში, რათა კითხევბი გაიაზროს. ბავშვებს ყოველთვის ახსოვთ, რომ ხუთშაბათი- სავარჯიშო ტესტის, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირა დღე „შვილებზე განსაკუთრებით ზრუნვის დღეა.“ რა საკითხებსაც ვერ იგებენ ინიშნავენ და შემდეგ სხვადასხვა წიგნებისა და ვებ-გვერდების დახმარებით იძიებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.“
ნინო ბარამიძე, თბილისის 106-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე:
„ყველაზე მეტად ქართულთან დაკავშირებული ტესტები მიყვარს. შედარებით კი მიჭირს ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხის გაცემა. მე ჯერ არ მაქვს დიპლომები და მინდა, რომ თვის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოვიპოვო.“
ნიკოლოზ ბარამიძე, თბილისის 106-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე:
„მამამ ამომიბეჭდა ჩემი ოქროს დიპლომები და დღეს წავიღე სკოლაში, რათა მასწავლებელმა წარმატების კედელზე გააკრას. ძალიან მიყვარს მათემატიკა და კითხვები, რომლებიც მათემატიკურ ნაწილს ეხება. სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს ყოველთვის მოუთმენლად ველი. “
მარიამ ბარამიძე, თბილისის 106-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე:
„მე ყოველთვის სიხარულით ველოდები სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. დავდივარ ცეკვაზე, ხატვაზე და გალობაზე. ჩემი ჰობია ცეკვა და ხშირად
www.izrune.ge-ს სავარჯიშოების გაკეთებამდე ვცეკვავ, რათა კარგი განწყობა შევიქმნა და ტესტები მაღალ ქულაზე გავიარო. ყველაზე მეტად მათემატიკური კითხვები მომწონს, რადგან ჩემი საყვარელი საგანი მათემატიკაა.“