რამდენიმე თვეა, რაც 9 წლის ნიკოლოზ ჩხაიძე საქართველოდან საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. როგორც მოზარდი
www.izrune.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამერიკულ ცხოვრებას ფეხი მალევე აუწყო. მონატრებული დედ-მამის ნახვის სურვილმა მოზარდს საქართველოს დატოვება არ გაუჭირვა, თუმცა ამბობს, რომ სამომავლოდ კვლავ მშობლიურ ქვეყანაში სურს დაბრუნება. ნიკოლოზმა რამდენიმე თვეა, რაც საქართველო დატოვა, თუმცა უკვე აქტიურად და დიდი მონდომებით ცდილობს არ გაწყვიტოს კავშირი ქართულ სასწავლო პროგრამასთან. მეოთხე კლასის მოსწავლე
Greenwich
elementary school-ის გარდა საკვირაო ქართულ სკოლა ლაზარეშიც დადის. ის
www.izrune.ge-ს დიდ ოჯახსაც დაუმეგობრდა, რათა არ დაივიწყოს საქართველოში მიღებული ცოდნა და არ დაკარგოს კავშირი ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან.
გთავაზობთ ინტერვიუს www.izrune.ge-ს დიდი ოჯახის პატარა მეგობარ ნიკოლოზ ჩხაიძესთან:
-რომელ ქალაქში იმყოფებით ?
ვცხოვრობ New
Jersey- ის შტატში, ქალაქ Stewartville- ში.
-გაგიჭირდათ თუ არა ამერიკულ ცხოვრების სტილთან შეგუება?
არა, არ გამიჭირდა. ჩემი მშობლები ამერიკაში 4 წლის წინ წავიდნენ და ძალიან მინდოდა მათთან ერთად ყოფნა. ამერიკაში წასვლას დიდი სიხარულით შევხვდი, თუმცა სკოლაში პირველი კვირა ცოტა დაძაბული ვიყავი.
-რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამერიკაში?
მომწონს ქვეყანა, ადამიანები და მათი განწყობა, ყველა იღიმის და ბედნიერია.
-რომელ სკოლაში სწავლობთ? გყავთ თუ არა ქართველი კლასელებიც?
ვსწავლობ Greenwich
elementary school- ში. სამწუხაროდ ქართველი კლასელები არ მყავს, მაგრამ დავდივარ საკვირაო ქართულ სკოლა ლაზარეში, სადაც ყველა ქართველია.
-რითი განსხვავდება ამერიკული საგანმანათლებო სისტემა ქართულისგან?
აქ სულ სხვანაირი მიდგომებია სწავლისა და ურთიერთობების მიმართ. გვიტარდება ყოველკვირეული ქვიზები და ტესტები, ძალიან მაღალი კონკურენციაა. ყველა ცდილობს მაღალი ქულის მიღებას. აქ დაცულია თითოეული ბავშვის პირადი ინფორმაცია. ონლაინზე შექმნილი სპეციალური პროგრამის მეშვეობით ჩემს შედეგს მხოლოდ მე ვნახულობ. მასწავლებელი კლასის წინაშე არ უსვამს ხაზს მოსწავლის ცუდ და კარგ შედეგზე. ყველა თანაბარ პირობებში ვართ. მომწონს ის, რომ აქ სკოლები ასაკობრივად არის დაყოფილი, elementary, middle და high სკოლებად. საქართველოში მომწონდა, რომ ყოველი გაკვეთილის შემდეგ ზარს რეკავდნენ და ვისვენებდით. აქ კი ლანჩის დროს გვასვენებენ და ეს დრო მხოლოდ ჭამაში გვყოფნის. (იცინის)
www.izrune.ge ბაბუამ მირჩია და დამარეგისტრირა. ჩემი ოჯახი ცდილობს არ დამავიწყდეს ქართული და შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა შესაძლო პროგრამაში ჩართვას.
-რამდენი საათია სხვაობა საქართველოსა და იმ ადგილს შორის, სადაც ამჟამად ცხოვრობთ და რომელ საათზე აკეთებთ ტესტებს?
ზამთარში 9 საათია სხვაობა საქართველოსა და New
Jersey-ს შორის, ზაფხულში კი 8. დილით 7 საათზე ვაკეთებ ტესტებს, რომ სკოლაში წასვლამდე მოვასწრო, რადგან როდესაც სკოლიდან ვბრუნდები საქართველოში უკვე ღამის 12 საათია და სავარჯიშო ტესტები დახურული მხვდება.
-ვინ გეხმარებათ ტესტების გავლაში?
ტესტებს ჩემით ვაკეთებ, მაგრამ დედიკოც ჩემთან ერთად არის და თვალს მადევნებს.
-სად გსურთ სწავლის გაგრძელება და რა პროფესია მოგწონთ ყველაზე მეტად?
სწავლის გაგრძელებას ამერიკაში ვფიქრობ, თუმცა ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება მომავალში რა პროფესიას შევისწავლი.
- რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოში და აპირებთ თუ არა აქ დაბრუნებას?
მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები, ბებიები და ბაბუა. მენატრება ჩემი კალათბურთის გუნდი და მათთან ეთად ვარჯიში. მენატრებიან ჩემი კლასელები. სამომავლოდ საქართველოში დაბრუნრბა ძალიან მინდა.
- სწავლის გარდა რა აქტივობებით ხართ დაკავებული?
დავდივარ კალათბურთზე, თუმცა ახლა ხელზე თითი მაქვს მოტეხილი და ვარჯიშების გაცდენა მიწევს. ასევე დავდივარ ქართულ საკვირაო სკოლა ლაზარე-ში სადაც 20-მდე ქართველი ბავშვია , გვაქვს ღონისძიებები, რისთვისაც ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით.
ვფიქრობ, რომ
www.izrune.ge დამეხმარება ზოგადი ცოდნის მიღებაში. არ დამავიწყდება ის, რაც უკვე ნასწავლი მაქვს. კავშირი მექნება ქართულ საგანმანათლებლო პროგრამასთან და სისტემასთან.
-როგორ ემზადები თვის შემაჯამებელი ტესტისთვის ?
ვცდილობ ყოველ ხუთშაბათს სავარჯიშო ტესტი გავაკეთო და რამე თუ არ ვიცი ინფორმაცია ინტერნეტისა და წიგნების საშუალებით მოვიძიო. მინდა, რომ ყოველთვიურ შემაჯამებელ ტესტში მაღალი შეფასება მივიღო.
www.izrune.ge- ის დიპლომი ჯერ არ მაქვს. მეორე ხუთშაბათია, რაც სავარჯიშო ტესტებს გავდივარ. შემაჯამებელი ტესტი ჯერ არ დამიწერია და ვიმედოვნებ ამ თვის ბოლო კვირა დღეს ოქროს დიპლომის მოპოვებას შევძლებ.
-რას ეტყოდი შენს თანატოლებს საქართველოში?
ჩემს თანატოლებს ვეტყვი, რომ დარეგისტრირდნენ ინოვაციურ საგანმანათლებლო ვებ-გვერდ
www.izrune.ge-ზე და გაიღრმავონ ცოდნა, შეამოწმონ საკუთარი განათლების დონე და ონლაინ ტესტირებაში მიიღონ მეტი გამოცდილება.