13 დეკემბერი, 2018
როგორ ემზადებიან თბილისის 117-ე საჯარო სკოლაში თვის შემაჯამებელი ტესტისთვის?
დღეს მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით საკუთარ ცოდნას სავარჯიშო ტესტის მეშვეობით ამოწმებენ და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღისთვის“ ემზადებიან. მათ შორის არიან 117-ე სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები.
www.izrune.ge-ს საკუთარი შეხედულებები მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად უკვე გაუზიარეს.
მაია გოგოლაძე, მერვე კლასის დამრიგებელი:
„
www.izrune.ge არის კარგი საშუალება იმისა, რომ ბავშვებმა მუდმივად შეამოწმონ საკუთარი ცოდნა. ჩვენ მასწავლებლებს და მშობლებს კი გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა თვალი ვადევნოთ მათი ცოდნასა და წარმატებას. ყველა მოსწავლეს ვურჩევ მშობლებთან ერთად დარეგისტრირდნენ ამ გამორჩეულ საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე, რადგან ვფიქრობ, რომ
www.izrune.ge მათი წარმატების საწინდარია.“
ნინო ჯანაშია, მერვე კლასის მოსწავლე:
„სავარჯიშო ტესტს დღის მეორე ნახევარში გავივლი და უკვე აქტიურ რეჟიმში მოვემზადები თვის შემაჯამებელი ტესტისთვის. ჯერ არ მაქვს ოქროს დიპლომი და ძალიან მინდა, რომ მოვიპოვო. მომწონს ბიოლოგიასა და ქიმიასთან დაკავშირებული სავარჯიშოები. მიყვარს თავისუფალი თემების წერა და მომავალში მსურს ჟურნალისტი გავხდე. თითოეულ მოსწავლეს ტესტების წარმატებით ჩაბარებას ვუსურვებ.“
სალომე ღიბრაძე, მერვე კლასის მოსწავლე:
„
www.izrune.ge-ს მიდგომები ძალიან მომწონს. ისეთი საინტერესო და ყოვლისმომცველი კითხვებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამომადგება. ვიძენ ზოგად ცოდნას და ვიღებ ისეთი სახის გამოცდილებას, რომელიც საატესტატო გამოცდებშიც გამომადგება. ყველა მოსწავლეს წარმატებებს ვუსურვებ.“
გიორგი ტუღუში, მერვე კლასის მოსწავლე:
„ტესტს დღის ბოლოს გავივლი. ძალიან მომწონს მათემატიკური სავარჯიშოები.
www.izrune.ge-ს დახმარებით ვისწავლე საკუთარ თავზე მუშაობა. ბიოლოგიაში უფრო მეტი ცდონა მივიღე, რადგან ისეთი შეკითხვები შემხვდა, რომელიც არ ვიცოდი და ინტერნეტის დახმარებით დედასთან ერთად მოვიძიე. ვეცდები ყოველი სავარჯიშო ტესტი კარგად გავაკეთო, რათა თვის ბოლო კვირა დღეს ოქროს დიპლომის მოპოვებაც შევძლო.“