საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-სა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ
www.izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსის - „ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ გამარჯვებულები და რჩეულები გამოვლინდნენ.
Facebook-ზე მოწონებების მიხედვით, პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III4 კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ 4 ათასი მოწონება მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.
თბილისის 71-ე საჯარო სკოლის III4 კლასი დირექტორთან და განსაკუთრებულად მზრუნველ დამრიგებელთან ერთად
www.izrune.ge-ს აფასებს და საკუთარ შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებს.
ეკატერინე მაისურაძე, III4 კლასის დამრიგებელი:
„ჩემთვის მოულოდნელი იყო, როდესაც გამარჯვებულად დამასახელეს. ძალიან დიდი ემოცია და შთაბეჭდილებები მაქვს. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ შესანიშნავი კონკურსის ავოტორებს. მადლობა იმისთვის, რომ აფასებთ დამრიგებლის უდიდეს ღვაწლსა და როლს მოსწავლეების განათლება-აღზრდის პრიცესში. ჩემი მოსწავლეების მშობლებმა გადმომცეს არაჩვეულებრივი საჩუქარი და ძალიან გამახარეს. ჩემი კლასის უმრავლესობა ჩართულია
www.izrune.ge-ს პროგრამაში. ძალიან მოსწონთ ტესტები და ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. კლასში ყოველთვის განვიხილავთ რას გასცეს პასუხი და რას ვერა. მშობლების ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
www.izrune.ge კი მათთან თანაშრომლობაში გვეხმარება.“
პაატა ჩორგოლაშვილი, თბილისის 71-ე საჯარო სკოლის დირექტორი:
„პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა
www.izrune.ge-ს პროექტის ავტორს, ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს და ძალიან ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. ეს უნიკალური საგანმანათლებლო ვებ-გევრდი დაკავშირებულია ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებასთან. მოსწავლეები იმდენად დაინტერესებულები და ჩართულები არიან, რომ ჩემთვისაც მოულოდნელია. მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ეხმარება მათ ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებაში, სოციალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და ა.შ. შეკრულია ერთგავრი სამკუთხედი ეს კიდევ უფრო ამყარებს სკოლისა და ოჯახის ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას. ვთანამშრომლობთ და ორივე ერთობლივად ვიბრძვით ბავშვის უკეთესი მომავლისა თუ წარმატებისთვის. ჩემი სკოლის ორი დამრიგებელი გახდა გამარჯვებული „ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებლის“კონკურსში ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ამაყი ვარ, რომ ჩემი დამრიგებლელბი ამ ნომინაციაში დასახელდნენ.
www.izrune.ge ქმნის ჯანსაღ თანამშრომლობით გარემოს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ოჯახს შორის.“
ელა სუხიშვილი, ნიკოლოზ თამარაშვილის მშობელი:
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო
www.izrune.ge-ს და ეტალონს ამ კონკურსისთვის. მშობლებიც შვილებთან ერთად მოუთმენლად ველოდებით ტესტებს. ეს სამი რგოლი: ოჯახი, ბავშვი და სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთობლივად ვმუშაობთ. ასევე მოგვეცა საშუალება ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი წარმოგვეჩინა. ეკატერინე მაისურაძე წლებია, რაც ჩვენს შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნავს.“
ნიკოლოზ თამარაშვილი, მესამე კლასის მოსწავლე:
„ორი ოქროს დიპლომი მაქვს უკვე მოპოვებული. ძალიან მომწონს
www.izrune.ge-ს ტესტები. დედა ყოველთვის მიზის გევრდით და თავლს მადევნებს. მომავალში მინდა სამხედრო გამოვიდე და ჩემს ქვეყანას ვემსახურო. ძალიან გამიხარდა ჩემი მასწავლებლის წარმატება, ჩვენმა კლასმა დიდი სიხარულით მივულოცეთ.“
მარიამ მღებრიშვილი, მესამე კლასის მოსწავლე:
„მე ძალიან მიყვარს
www.izrune.ge. ჩემი ოჯახი, კლასელები და მასწავლებლები ყოველთვის მგულშემატკივრობენ. ორი ოქროს დიპლომი მაქვს უკვე და მინდა კიდევ ბევრი დიპლომი მოვიპოვო.“
საბა ვარშანიძე, მესამე კლასის მოსწავლე:
„მე ჩემს შედეგს ყოველთვის ვუზიარებ ჩემს მშობლებს, ახლობლებს, მასწავლებლებს და კლასელებს. ძალიან მიყვარს შემაჯამებელი და სავარჯიშო ტესტების გავლა. მინდა ბევრი ოქროს დიპლომი დავაგროვო და ყველა გავახარო ჩემი წარმატებით.“
ეს საჩუქარი წლის ყველაზე მზრუნველ დამრიგებელს მადლობის ნიშნად მშობლებმა გადასცეს.