განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში etaloni.ge-სა და izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსის - „ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ გამარჯვებულები და რჩეულები გამოვლინდნენ. პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ 4 ათასი მოწონება მოიპოვა. 3,5 ათასი მოწონება დააგროვა ამავე სკოლის I კლასის დამრიგებლის, ლედი ელიაშვილის ფოტომ.
ამჯერად საკუთარი ემოციები დაწყებითი კლასის პედაგოგმა მშობლებთან ერთად გაგვიზიარა.
ლედი ელიაშვილი, I კლასის დამრიგებლი:
„ამ კონკურსის შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგეთ. მშობლებისა და ბავშვების თხოვნით მივიღე მონაწილეობა. ასეთი სახის შეჯიბრებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაღლდება როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლების მოტივაცია. თბილისის 71-ე საჯარო სკოლიდან ორი დამრიგებელი დავჯიდლოვდით და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო etaloni.ge-სა და izrune.ge-ს ამ შესანიშნავი კონკურსოს ჩატარებისთვის. ბავშვები ყიჟინით შემხვდნენ, მივიღე უამრავი მისალოცი წერილი და გულთბილი ჩახუტება მოსწავლეებისგან და მშობლებისგან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები. მიმაჩნია, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში izrune.ge ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა, რადგან სკოლის გარდა ბავშვების აღზრდა- განათლების საკითხში მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები.“
ნათია სვიმონიშვილი, 71-ე საჯარო სკოლის პირველი კლაისის მოსწავლის მარიამ ბურჯალიანის მშობელი:
„ყვავილები მივართვით და ეს წარმატება ჩემი შვილის დამრიგებელს ამ ფორმით მივულოცეთ. ნამდვილად გამიმართლა ჩემი შვილი თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში რომ მივიყვანე. ამ სკოლას ძალიან მაღვალკვალიფიციური პედაგოგები და ადმინისტრაცია ჰყავს. სკოლა მუდმივად ზრუნავს პედაგოგების პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე. როდესაც ქალბატონი ლედი გავიცანი ემოციებით დახუნძლული წამოვედი სახლში. ის გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით: არის ძალიან ჰუმანური, კომუნიკაბელური, აქტიური მაღალი პასუხისმგებლობისა და იდეალების მქონე პედაგოგი. კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, აქვს ეფექტური კომუნიკაცია, შეუძლია სტრესულ გარემოში მუშაობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა. მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ჩემი შვილის მასწავლებლის პროფესიული თუ ადამიანური უნარ-ჩვევებით. ჩემი შვილის თვალებში ყოველთვის ვკითხულობ თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ბავშვებთან. ქალბატონ ლედის შეუძლია თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენა. სასწავლო პროცესს საინტერესოდ წარმართავს , რადგან თამაშ-თამაშით ასწავლის ბავშვებს და მიმაჩნია რომ 21-ე საუკუნის თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. ქალბატონი ლედი ოროიენტირებულია პროფესიულ ზრდაზე და ვიცი, რომ ჩემი შვილი საიმედო ადამიანის ხელშია. დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნისთვის სამაგალითო მანდილოსნებსა და ვაჟკაცებს აღზრდის. izrune.ge-ს პროგრამაში სექტემბრიდან ჩავერთეთ ძალიან მოგვწონს ამ საგანმანათლებლო ვებ-გვერდის პროგრამა. ქალბატონი ლედიც მუდმივად ყურადღებას იჩენს და გვახსენებს, რომ სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტები არ გამოგვრჩეს.“
მაია გიგაური, 71-ე საჯარო სკოლის პირველი კლაისის მოსწავლის ანი მეგრელიშვილის მშობელი:
„როდესაც ქალბატონი ლედის წარმატება გავიგეთ ყველას ძალიან გაგვიხარდა. სამაგალითო პედაგოგია და ვფიქრობ, რომ ღირსეულად გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ წარმატებას. ვუსურვებ, რომ იყოს მუდამ ასეთი პოზიტიური, მხიარული და ენერგიული. ქალბატონი ლედი იმდენად საინტერესოდ წარმართავს საგაკვეთილო პროცესს, რომ ბავშვი სიხარულით მირბის სკოლაში. მინდა გითხრათ, რომ ჩემს შვილს izrune.ge ძალიან უყვარს მოუთმენლად ელოდება ყოველ ხუთშაბათს და ყოველთვის სკოლაში წასვლამდე აკეთებს ტესტებს. სანამ იზრუნეზე დავარეგისტრირებდი ბავშვი ჩაკეტილი იყო და ვერ ამჟღავნებდა იმ ცოდნას რაც ჰქონდა, ახლა უფრო გახსნილია და სავარჯიშოებს ონლაინ რეჟიმში უფრო თავისუფლად აკეთებს. “