მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
„ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ციხისძირის საჯარო სკოლის II კლასის დამრიგებელი ლეილა ქათამაძე გახდა.
etaloni.ge-სა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ www.izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულები და რჩეულები სპეციალური დიპლომებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაჯილდოვდნენ.
www.izrune.ge-მ ამჯერად ციხისძირის საჯარო სკოლის გამორჩეულად მზრუნველი მასწავლებლის შთაბეჭდილებები მოისმინა.
ლეილა ქათამაძე, ციხისძირის საჯარო სკოლის II კლასის დამრიგებელი:
„ვფიქრობ, რომ გამორჩეულად მზრუნველ დამრიგებელს ბავშვები ძალიან უნდა უყვარდეს. გაკვეთილი ისე უნდა ჩაატროს, რომ მოსწავლეები ბედნიერები იყვნენ და ცოდნა თამაშ-თამაშით მიიღონ.
მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიმაღებინეს ამ კონკურსში. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ჩემი მოსწავლეებისა და მშობლების სიყვარულია.
მინდა გითხრათ, რომ ყოველი ხუთშაბათი ჩვენი კლასისთვის ბედნიერების დღეა, ბავშვები აკეთებენ სავარჯიშო ტესტებს შემდეგ სკოლაში მოაქვთ კითხვები, რომლებსაც კლასში განვიხილავთ. ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს გადიან შემაჯამებელ ტესტებს და იღებენ დიპლომებს, რომლებსაც „წარმატების კედელზე“ ვაკრავთ.
მიმაჩნია, რომ ყოველი სიახლე, რომელსაც www.izrune.ge მოსწავლეებს სთავაზობს ბავშვის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.“