თბილისში, პარლამენტის რუსთაველის დარბაზში, საგანმანათლებლო პროექტ
www.izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ეგიდით გაიმართა, ღონისძიებას პარლამენტარები, გურამ მაჭარაშვილი, გენადი მარგველაშვილი, გიორგი კოპაძე, ზუგდიდის მაჟორიტარი - მერაბ ქვარაია, ბაღდათ-ხარაგაულის მაჟორიტარი - კობა ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და საქართველოს გამორჩეული სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებიდან სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტარები, სკოლის დირექტორები და რესურსცენტრის წარმომადგენლები.
მარიამ ჯაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე:
„ძალიან მიხარია, რომ პარლამენტში მობრძანდით. მიხარია ჩვენი ყველა შეხვედრა, პედაგოგებთან, დირექტორებთან, რესურსცენტრების წარმომადგენელბთან. ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა არაჩვეულებრივად თქვა, ყველაზე დიდი ვარსკვლავები ბრძანდებით თქვენ, რადგან თითოეული წარმატებული ბავშვის უკან დგას მასწავლებელი. მიხარია, რომ ქვეყანაში ჩნდება ინიციატივები, რომელიც უფრო მეტად აფასებს პედაგოგის პროფესიას. სახელმწიფო თავის მხრივ, ზრუნავს რომ გაიზარდოს პედაგოგის ფინანსური და პროფესიული მოტივაცია. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ბავშვის სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობა. ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ოჯახის ჩართულობა და პედაგოგისა და მშობლის ურთიერთობა ბავშვის მხარდასაჭერად, გაძლიერდეს, იქნება მისასალმებელი. ჩემთვის ამ პროექტს,
www.izrune.ge-ს ყველაზე დიდი ხიბლი აქვს ის, რომ ხდება სამკუთხედის შეკვრა, ბავშვის, ოჯახისა და სკოლის სახით. ძალიან სწორი მოტივაციით, გვაქვს საშუალება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად გამოვლინდნენ არაჩვეულებრივი ბავშვები და პედაგოგები და მოხდეს იმ ღვაწლის დაფასება, რომელსაც პედაგოგები ნერგავთ აკადემიურ პროცესში. ეს არის ერთ-ერთი საინტერესო, ინოვაციური მიდგომა, რომელიც აუცილებლად იქნება ხელშეწყობილი. განათლების სამინისტროს პოზიციაც ასეთია. მსგავს პროექტებთან თანამშრომლობა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს არ აქვს ფორმალური პოზიცია განათლების სამინისტროში, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი ამ ცვლილებების.
მე იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ საქართველოში გახდება წარმატებული
www.izrune.ge არამედ სხვა ქვეყნებშიც მოვახდენთ ინტეგრაციას. ასევე ძალიან მაინტერესებს თქვენი გამოხმაურება და მიგულეთ თქვენს გვერდით, ჩემს კოლეგებთან ერთად“.
გენადი მარგველაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
„დიდ მადლობას ვუხდი გოჩა ტყეშელაშვილს იმ აუდიტორიის შეკრებისთვის, რომელსაც დღეს აქ ვხედავთ. მხარდაჭერა მინდა გამოგიცხადოთ. წარმატებულ ბავშვს, მშობელს, მასწავლებელს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩამოვართვათ ხელი და დავუფასოთ შრომა. მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები.
www.izrune.ge-ს მეთოდი გამორჩეულია, რადგან შვილების განათლებაში მშობლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მოვუწოდებდი სპონსორებს, რომ ამ ტიპის პროექტებს აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ.''
მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მაჟორიტარი:
,,განათლებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის საწინდარი. წარმატებები ეტალონს, წარმატებები
www.izrune.ge-ს. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა მსგავსი პროგრამებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
www.izrune.ge როგორც ყველა რეგიონში ჩვენს რეგიონშიც აქტიური ვებ-გვერდია.''
არჩილ ჩხაიძე, 103-ე საჯარო სკოლის დირექტორი:
,,ჩემი შვილიშვილი ამერიკაში ცხოვრობს და იქიდან იღებს მონაწილეობას ინოვაციური საგანმანათლებლო ვებ-გვერდის პროგრამაში.
www.izrune.ge ძალიან მნიშვნელოვანი ვებ-გვერდია, ჩემი სკოლა ამ ინოვაციების თანაზიარია."