30 დეკემბერი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“.
www.izrune.ge-ს აქტიური წევრები თვის შემაჯამებელი ტესტისთვის გამორჩეულად ემზადებიან. ამჯერად ინოვაციური საგანმანათლებლო ვებ-გვერდი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა.
დარიკო ხვედელიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
„30 დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყველა მოსწავლეს უმაღლეს ქულებსა და ოქროს დიპლომებს ვუსურვებ. მე ჩემს ფეისბუქ გვერდზეც ვაზიარებ მათ წარმატებას და მიმაჩნია, რომ ეს ბავშვებისთვის დამატებითო მოტივაციაა. ტესტები არის კომბინირებული, მოიცავს ყველა საგნის სავარჯიშოებს, რაც დიდი ინოვაციაა. მინდა მადლობა გადავუხადო
www.izrune.ge-ს პროექტის ავტორს, რადგან საქართველოში მშობლების ჩართულობა ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა,
www.izrune.ge-ს მეშვეობით კი ბავშვი, ოჯახი და სკოლა ერთ გუნდად იკვრება.“
მარინე ჩინჩალაძე, სოფ. დარკვეთის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის დამრიგებელი:
„ჩემი მოსწავლეები უკვე ვარჯიშობენ და ემზადებიან თვის შემაჯამებელი ტესტისთვის. ცდილობენ შეცდომები გაითვალისწინონ და უკეთესი შედეგი მიიღონ. ყველა მოსწავლეს მიზნების მიღწევასა და ოცნებების ახდენას ვუსურვებ.“
მარიამ ღუღუნიშვილი, სოფ. დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე:
„ვემზადები შემაჯამებელი ტესტისთვის, უკვე ხუთი დიპლომი მაქვს. ძალიან მიყვარს ქართულ ენასთან დაკავშირებული ტესტების გაკეთება. მომავალში მინდა იურისტი გავხდე, ამიტომ ვცდილობ ყველა საგანი კარგად ვისწავლო.“
სალომე გაბაძე, სოფ. დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე:
„
www.izrune.ge-ს ტესტების გაკეთება ძალიან მიყვარს. „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მოუთმენლად ველი. მინდა ყველა მოსწავლეს წარმატებები და ბევრი ოქროს დიპლომი ვუსურვო.“
სოფიო ღუღუნიშვილი, სოფ. დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე:
„www.izrune.ge-ს დიდ ოჯახს ახლახანს შევუერთი. დიპლომი ჯერ არ მაქვს და დიდი ენთუზიაზმით ვემზადები სავარჯიშო ტესტისთვისაც, რათა შემაჯამებელ ტესტში კარგი შედეგი მქონდეს. ვფიქრობ
www.izrune.ge დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მომცემს.“