27 დეკემბერი, 2018
გამორჩეული დამრიგებლები თვის შემაჯამებელი ტესტის მნიშვნელობაზე
30 დეკემბერი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“, საგანმანათლებლო ვებ-გვერდის აქტიური წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით თვის განმავლობაში მიღებულ ცოდნას ონლაინ რეჟიმში, პროფესიონალი მასწავლებლებისგან შედგენილი ტესტების მეშვეობით შეამოწმებენ. ამჯერად
www.izrune.ge რამდენიმე გამორჩეულ დამრიგებელს ესაუბრა, რომლებმაც საკუთარი შეხედულებები თვის შემაჯამებელ ტესტთან დაკავშირებით გაგვიზიარეს.
შორენა იმედაიშვილი, 106-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი:
„თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიების გამოყენება აქტუალური საკითხია და მას 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
www.izrune.ge არის უნიკალური პროექტი, რომელიც წარმატებით ახერხებს შესთავაზოს მოსწავლეს მეთოდოლოგიურად გამართული ონლაინ ტესტები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ბავშვი პირველი კლასიდანვე ერთვება. ტესტებმა ჩემი მოსწავლეები უფრო მოტივირებულები გახადა, კლასი კიდევ უფრო გააერთიანა და მათ დამეგობრებასაც შეუწყო ხელი. ისინი მსჯელობენ და განიხილავენ საკითხებს ტესტებიდან. უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. ყოველთვის ახსოვთ, რომ ხუთშაბათი და თვის ბოლო კვირა ,,შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“. ყოველი შემაჯამებელი ტესტის შემდეგ ვხვდები, რომ მათ იმაზე მეტი იციან, ვიდრე იცოდნენ. რაც მთავარია, მოსწავლეები საიტს სასარგებლო კუთხით იყენებენ. ეს მათთვის აუცილებლად იქნება წარმატების მომტანი. აღსანიშნავია, რომ მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. მათ საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შვილის განვითარებას, წინსვლას. დაინახონ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და გაუწიონ დახმარება.
www.izrune.ge-ს როლი მოსწავლის, სკოლის და მშობლის გაერთიანებაში უდაოდ დიდია. “
ნინო ნემსიწვერაძე, 71-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელი:
„
www.izrune.ge უნიკალური პროექტია, კიდევ უფრო დააკავშირა მშობელი, ბავშვი და სკოლა. ვფიქრობ, რომ თვის შემაჯამებელი ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს უნიკალური ტესტები და შეამოწმოს თვის განმავლობაში მიღებული ცოდნა.“
რიტა ოთარაშვილი, სამთაწყაროს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის დამრიგებელი:
„მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა ყოველი თვის ბოლოს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. ჩემი მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს აკეთებენ სავარჯიშო ტესტებს და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღისთვის“ განსაკუთრებულად ემზადებიან. მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო.“
ლელა გვაზავა, 145-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი:„ყოველი თვის შემაჯამებელი ტესტის გავლის შემდეგ ბავშვები ხდებიან უფრო მეტად თავდაჯერებულები. ისინი არიან მოტივირებულები და ყველას უნდა ოქროს დიპლომის მოპოვება. შემაჯამებელი ტესტის მეორე დღეს მოსწავლეებს სკოლაში მოაქვთ დიპლომები, რომლებსაც წარმატების კედელზე ვაკრავთ. “