14 იანვარი, 2019
6 რამ, რაც თქვენი შვილის მასწავლებელზე აუცილებლად უნდა იცოდეთ
სკოლა მეორე სახლია, მასწვალებელი კი მთელი კლასის მშობელიო,- ამბობენ ხშირად... ამდენად, რა გასაკვირია, რომ თქვენი შვილებისთვის სასწავლო გარემოსა და საუკეთესო პედაგოგებს გულმოდგინედ არჩევთ.
პროფესიონალიზმისა და ბავშვების სიყვარულის გარდა,
izrune.ge გთავაზობთ 6 გასათვალისწინებელ ფაქტორს, რომელთა შესახებაც შვილის მასწავლებელზე აუცილებლად უნდა იცოდეთ:
ექცევა თუ არა მასწავლებელი ყველა მოსწავლეს თანაბრად...
ობიექტური მიდგომები და ყველა მოსწავლის თანაბარუფლებიანად აღქმა მნიშვნელოვანია. არასწორია ბავშვების რაიმე კონკრეტული ნიშნით გამოყოფა და თანაკლასელების ერთმანეთთან შედარება.
როგორ უმკლავდება კონფლიქტურ სიტუაციებს...ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია ყურადსაღები უნდა იყოს პედაგოგისთვის და მას საკითხის ეფექტური გადაწყვეტა უნდა შეეძლოს. მიუღებელია გულგრილი დამოკიდებულება და რომელიმე მოსწავლის ინტერესის გატარება.
საყურადღებოა აძლევს თუ არა მოსწავლეს საჯარო შენიშვნას...თითოეული მოსწვალე ინდივიდია და მათთან სწავლებისა თუ აღზრდის მეთოდებიც გამორჩეული უნდა იყოს. მიუღებელია კლასის წინაშე მოსწავლის დასჯა და მისი გადაქცევა თანატოლების დაცინვის ობიექტად.
მნიშვნელოვანია როგორ ატმოსფეროს ქმნის მასწავლებელი კლასში...უპირველესად, მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა. პედაგოგი გაკვეთილზე ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სწავლისთვის ფიზიკური, გონებრივი და ემოციური მზაობის შექმნას უნდა უწყობდეს ხელს.
იკითხეთ შეიძლება თუ არა გაკვეთილზე დასწრება...პედაგოგზე გარკვეულ წარმოდგენას სხვა მშობლებისა და თავად მოსწავლეების შეფასებები გვიქმნის. თუმცა, შესაძლოა, მასწავლებელი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურა არ იყოს კლასში, როგორიც მშობლებთან წარმართული საუბრისას. მეტი სიმშვიდისთვის სასურველია, დირექციისგან ითხოვოთ ნებართვა ღია გაკვეთილებზე დასასწრებად, რაც კლასის საერთო დონისა და სწვალების მეთოდების გაცნობის საშუალებას მოგცემთ.
და ბონუსი: გახსოვდეთ, რომ მასწავლებელიც ჩვეულებრივი ადამიანია...ნუ გაიკვირვებთ თუ მას კინოში, კაფესა ან სანაპიროზე შეხვდებით. ეს პედაგოგის პირადი, არასამუშაო გარემოა, რომელსაც კლასთან არაფერი აკავშირებს.