მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მთიან სოფელში, იქ, სადაც ბუნება ინტერნეტს რთულად იჭერს, კულტურისა და შემეცნების მთავარი კერა ცისფერი ფიცრით აშენებული გუდრუხის საჯარო სკოლაა...
იქ საკლასო ოთახებს ყოველ სასწავლო დღეს მხოლოდ 12 მოსწავლე ავსებს და მათ საქმის სიყვარულით გამორჩეული პედაგოგები ეგებებიან.
მზრუნველობით კი მეორე და მეოთხე გაერთიანებული კლასების დამრიგებელი მარინე მჭედლიშვილი გამოირჩევა, რომლის ექვსივე მოსწავლე izrune.ge-ს აქტიური წევრია.
რას ფიქრობს გუდრუხის საჯარო სკოლის ყველაზე მზრუნველი დამრიგებელი izrune.ge-ზე, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
- ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი ჩვენი ბავშვების, როგორც მთიანი სოფლის მცხოვრებლნის, თანამედროვეობასთან ინტეგრაციისა და საგანმანათლებლო გამოწვევებისთვის ფეხის აწყობის საუკეთესო საშუალებაა. izrune.ge მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს და მათ მომავალი გამოცდების წარმატებით დასაძლევად და ზოგადად, გონივრული ცხოვრებისთვის ამზადებს.
- როგორ შეხვდნენ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალს მშობლები?
- izrune.ge-ს გარდაუვალ აუცილებლობას პედაგოგებთან ერთად მშოლებიც კარგად ხედავენ და მიუხედავად შეჭირვებისა, ბოლომდე მხარში უდგანან სკოლის წამოწყებას. თანაც, პორტალი ხომ სოციალური პაკეტით სიმბოლურ ფასად გვაძლევს ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებაში ჩართვისა და ტესტების გავლის შესაძლებლობას.
- როგორ ემზადებიან ბავშვები სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტებისთვის და შემდგომ როგორ აფასებენ გავლილ საკითხებს?
- სოფელში ინტერნეტი რთულად იჭერს, მოსწავლეები სავარჯიშო ტესტებს ყოველ ხუთშაბათს სკოლაში გადიან, შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს კი მშობლებთან ერთად მობილური ინტერნეტით სარგებლობენ, მიუხედავად შეფერხებისა დიდია მოტივაცია და პორტალში ჩართულობა. რაც შეეხება ტესტების მეორე დღეს, კლასში ყოველთვის განვიხილავთ მოსულ საკითხებს, გვიხარია წარმატება, ვმსჯელობთ შეცდომებზე და ყოველ ჯერზე უკეთეს შედეგებს ვდებთ. ამაყი ვარ ჩემი და ზოგადად, ჩვენი ახალგაზრდების წარმატებით და მეტ წინსვლას ვუსურვებ მათ izrune.ge-სთან ერთად.