15 იანვარი, 2019
ის პირველია, ვინც 2019 წელს Izrune.ge-ს დიდ ოჯახს შემოუერთდა - გაიცანით მოსწავლე საგარეჯოს N1 საჯარო სკოლიდან
ახალი წელი საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე მიშიკო ფანოზიშვილისთვის განსაკუთრებული მზუნველობით დაიწყო... ის პირველია, ვინც 2019 წელს Izrune.ge-ს დიდ ოჯახს შემოუერთდა და ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად მეტი წარმატებისკენ განაგრძობს სვლას.
როგორც მისი მზრუნველი მშობელი თეონა კონცელიძე ჩვენთან საუბარში ამბობს,
Izrune.ge-ს შესახებ ოჯახმა საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის გამორჩეული მასწავლებლებისა და აქტიური მშობლებისაგან შეიტყო. გაითვალისწინა რა, ათასობით ოჯახის გამოცდილება და პორტალის შედეგები, მიშიკოსთან ერთად პირველ იანვარს
Izrune.ge-ს წევრი გახდა და ახლა დედა-შვილი პირველი შემაჯამებელი ტესტის დადებას მოუთმენლად ელის.
მიშიკომ უკვე გაიარა სავარჯიშო ტესტები და მას პორტალის გასართობ-შემეცნებითი ხასიათი ძალიან მოსწონს: „ჩემი კლასელებიც ჩართულები არიან
Izrune.ge-ში, ჩვენ კითხვები, ფერადი და ნახატებიანი საიტი ძალიან მოგვწონ, გვინდა, უკეთესად ვისწავლოთ, რომ ბევრი ვარსკვლავი და ოქროს დიპლომი დავაგროვოთ."
თეონას მოსწონს შვილის შემართება და სჯერა, რომ Izrune.ge-სთან ერთად, ოჯახისა და სკოლის ერთობლივი მუშაობით, მიშიკო გონიერი და წარმატებული ბიჭი გაიზრდება.