23 იანვარი, 2019
შუახევი და Izrune.ge - ინოვაციური თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება
შუახევის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, სკოლიდ დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
აუდიტორია izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელს მიდგომებს აღტაცებით შეხვდა და მის მთავარ იდეას - ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებას, ერთხმად დაუჭირა მხარი.პორტალში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა მენეჯერებმა კი, კოლეგებს
Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს.
რესურსცენტრის უფროსი და დირექტორები
Izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად იწყებენ ზრუნვას:
1. „მეგობრული კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომლის თითოეული მოსწავლეც Izrune.ge-ს წევრია;
2. „სუპერ კლასის“, ანუ ისეთი კლასის შესაქმნელად, რომელსაც იზრუნეს ტესტებში უმაღლესი შედეგები აქვს;
3. „მომავლის კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც „სუპერ კლასის“ წოდება წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოიპოვა.შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ
etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი
ბინა გადაეცემა.
წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,
Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.