24 იანვარი, 2019
„Izrune.ge მოსწავლეთა წარმატებისთვის ინოვაციურ საგანმანათლებლო სივრცეს ქმნის“ - ქედა თანამედროვე სიახლეების თანაზიარია
ქედის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
აუდიტორია izrune.ge-ს მთავარ მიზანს - შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას, აღტაცებით შეხვდა და აღნიშნა, რომ პროექტი თითოეული მოსწავლის წარმატებისთვის თანაბარი, ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცის შექმნას უწყობს ხელს.პორტალში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა მენეჯერებმა კი, კოლეგებს
Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.
რესურსცენტრის უფროსი და დირექტორები
Izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად იწყებენ ზრუნვას:
1. „მეგობრული კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომლის თითოეული მოსწავლეც Izrune.ge-ს წევრია;
2. „სუპერ კლასის“, ანუ ისეთი კლასის შესაქმნელად, რომელსაც იზრუნეს ტესტებში უმაღლესი შედეგები აქვს;
3. „მომავლის კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც „სუპერ კლასის“ წოდება წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოიპოვა.შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ
etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი
ბინა გადაეცემა.
წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,
Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.