26 ოქტომბერი, 2017
ბავშვები და კომპიუტერი- რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა
კომპიუტერი ძირითადად არის მოწყობილობა, რომლის დაპროგრამების მეშვეობით ხდება არითმეტიკული ან ლოგიკური ოპერაცის ავტომატური შესრულება. ვინაიდან ოპერაციების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, კომპიუტერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მათგანის შესრულება.
თანამედროვე კომპიუტერები, რომლებიც ეფუძნება ინტეგრირებულ წრედებს, მილიონიდან მილიარდამდე უფრო მეტად უნარიანია, ვიდრე ადრეული მანქანები და იკავებენ მცირე სივრცეს. პერსონალური კომპიუტერები, სხვადასხვა სახით, წარმოადგენენ საინფორმაციო ეპოქის სიმბოლოს და იმას, თუ რას წარმოიდგენენ ადამიანები სიტყვა კომპიუტერის ხსენებისას.
ტექნოლოგიების ამ თვალსაზრისით განვითარებამ კი გამოიწვია საუკუნის სენი- ე.წ. კომპიუტერზე დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა. პროგრესის მოყვარული მშობლები ფიქრობენ, რომ რაც უფრო ადრე დაეუფლება მათი შვილი კომპიუტერს, მით უკეთესია.
ზოგჯერ ბავშვი მთელს დღეს ამ გონიერ მანქანასთან ატარებს. კვლევებმა ცხადყო, რომ კომპიუტერისაკენ სწარფვამ შესაძლოა 10 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარება შეაფერხოს და დათრგუნოს მოძრავი თამაშის, თანატოლებთან ურთიერთობის ინტერესი.
ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კომპიუტერთან მეტისმეტად ინტენსიურმა კონტაქტმა არაადეკვატური რეაქციები გამოიწვიოს. ერთ-ერთი "გვერდითი ეფექტია" პატარა "პროგრამისტის" მისწრაფება, ყველაფერი პირადად გამოსცადოს.
გარდა ამისა, ადრეულ ასაკში კომპიუტერთან მუშაობა ხელს უშლის ყურადღების კონცენტრირების უნარისა და წარმოსახვის განვითარებას.
როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში შვილთან?!
აქვს თუ არა თქვენს შვილს კომპიუტერული დამოკიდებულება, მარტივად შემოწმდება. თუ ბავშვი ნახევარ საათზე დიდხანს გულს ვერ უდებს სხვა გასართობს და ისევ მონიტორს უბრუნდება - დროა, იმოქმედოთ. ყვირილი, ჩხუბი, ნერვიულობა დაივიწყეთ, ეს აბსოლუტურად უშედეგოა. მეტი ტაქტი გამოიჩინეთ, შეეცადეთ, მეტად დაუახლოვდეთ ბავშვს, ხელი შეუწყოთ ის აკეთოს, რაც კომპიუტერულ დამოკიდებულებამდე აინტერესებდა, აუხსნათ, რომ თამაში მისთვის ძალიან მავნებელია და სხვა რამით უნდა გაერთოს. არ დააძალოთ, მხოლოდ ურჩიეთ. ნუ დაუწესებთ კომპიუტერთან ჯდომის გრაფიკს, თორემ მთელ დღეს საათების თვლაში გაატარებს და გულს ისედაც ვერაფერს დაუდებს. კომპიუტერის სახლიდან გატანაც არ არის გამოსავალი. ეს მეთოდი მაშინ "მუშაობს", როცა ეს პრობლემა საწყის სტადიაშია. კრგი იქნება, თუ ახალ წრეზე ან სპორტულ სექციაში შეიყვანთ. ერთ-ერთ ვარიანტად შეგიძლიათ სცადოთ და ბავშვს კომპიუტერის სხვა, უფრო სასარგებლო პროგრამები შეასწავლოთ.