izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
29 იანვარი, 2019
ზრუნვით შექმნილი „მეგობრული კლასი“ და Izrune.ge თბილისის N11 საჯარო სკოლაში

თბილისის N11 საჯარო სკოლაში, I / კლასის კარს რომ შეაღებთ, გამორჩეულად მზრუნველი დამრიგებელი ნანა ნინიძე შეგეგებებათ და ყველაზე „მეგობრულ კლასს“ დიდი სიამაყით გაგაცნობთ...

დიახ, მისი თითოეული მოსწავლე Izrune.ge-ს აქტიური წევრია და ბავშვების წარმატებით გამოწვეულ სიხარულს დამრიგებელი მთელი გულით იზიარებს:

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის შესახებ შევიტყეთ და მისი ყველა სიკეთე შვილების ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლებს გავაცანით. ჩართულობამაც არ დააყოვნა და ჩემი მოსწავლეები Izrune.ge-ს დიდ ოჯახს შეუერთდნენ...“ 


ნანა მასწავლებლის თქმით, მისმა პირველკლასელებმა წერა-კითხვა უკვე კარგად იციან და იზრუნეს ტესტების გავლას მოუთმენლად ელიან:

„ჩემი მოსწავლეები დამოუკიდებლად, თავისუფლად კითხულობენ, ვფიქრობ, არც ისაა პრობლემა, რომ დაწყებით კლასებში მშობლებიც დაეხმარონ. პორტალის მთავარი ამოცანა ხომ ბავშვების სასწავლო პროცესში ოჯახის აქტიური ჩართვაა, რასაც Izrune.ge-სთან ერთად ეფექტურად ვაღწევთ. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან სახალისო ტესტების გავლას და პორტალთან ერთად მრავალმხრივ ვითარდებიან.“

მზრუნველი დამრიგებლის, ნანა ნინიძის შეფასებით, Izrune.ge პატარებს უკვე მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და სახალისო გზით, საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრას ასწავლის. ამასთან, წარმატების დიპლომები მოსწავლეთა წინსვლის მოტივაციას ზრდის, პატარებისთვის წახალისება ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია...

ია ბიჩელაშვილი ამავე კლასის მოსწავლის, გიორგი არაბულის მშობელია. მისი თქმით, Izrune.ge-სთან ერთად შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა მეტად სისტემური, სახალისო და მამოტივირებელი ხდება:


Izrune.ge- ზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობა და ერთობლივი მუშაობაა. აღსანიშნავია მუდმივად განახლებადი, ინდივიდუალური ტესტები, რომელიც ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. ტესტის გავლის შემდეგ დასმულ კითხვებს განვიხილავთ, რომ შემდეგში შეცდომები აღარ გავიმეოროთ.“

თავად გიორგის თქმით, ერთი სული აქვს, ყოველ ხუთშაბათს როდის მივა სკოლიდან სახლში და სავარჯიშო ტესტებს გაივლის. „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ კი Izrune.ge-ს დედასთან ერთად მიუჯდება და წარმატების დიპლომებს სიამაყით აგროვებს.

გიორგის მეგობრულ თანაკლასელ საბა კლდიაშვილს კი განსაკთრებით სახალისო ანიმაციები  და წამახალისებელი დიპლომები მოსწონს. დედამისის, ნატო ძიძიშვილს შეფასებით Izrune.ge თამაშ-თამაშით ბავშვებს წარმატებისთვის საჭირო უნარებს უვითარებს:

„ჩემი მეორე შვილიც Izrune.ge-ს აქტიური წევრია, ასე რომ, ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალტან აქამდეც მქონია შეხბა და მართლაც, ძალიან კმაყოფილი ვარ. ბავშვები კომპიუტერთან დმაოუკიდებლად მუშაობას და ინტერნეტრესუსრსის სასარგებლო კუთხით გამოყენებას ეჩვევიან. სწორად დასმული კითხვები და მათ ასაკზე მორგებული მასალა მოსწავლეების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. საბა Izrune.ge-სთან ერთად თამაშ-თამაშით სწავლობს და ტესტების გავლას მოუთმენლად ელოდება.

მშობელთა შეფასებით, Izrune.ge ინდივიდუალური მიდგომების პარალელურად, კლასში ჯანსაღ მისწრაფებებსა და გუნდური მუშაობის პრონციპს აყალიბებს. „მეგობრული კლასი“ მათი შვილებისთვის წარმატებული გარემოს შექმნისა და ჯერ სუპერ, შემდეგ კი „მომავლის კლასის“ ჩამოყალიბების გარანტია.



რას ამბობენ ჩვენზე