izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
05 თებერვალი, 2019
სასკოლო ცხოვრება დღეს და ხვალ - როგორ ცვლის Izrune.ge განათლების მომავალს

სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია, Izrune.ge-სთან ერთად მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთი მიზნით ერთიანდებიან და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებით, სწავლის წახალისებითა და მეტი წარმატების მოტივაციით ივსებიან.

Izrune.ge ნაბიჯ-ნაბიჯ, თავის ოჯახის წევრებთან ერთად იზრდება, ვითარდება და სულ უფრო მასშტაბური ხდება. და რაც მთავარია, ინოვაციებით მუდამ გვაკვირვებს.

სწორედ ასეთ უპრეცენდენტო სიახლეს წარმოადგენს ახალი მამოტივირებელი სისტემა და კლასების „მეგობრულ“, „თვის სუპერ“ და „მომავლის კლასად“ დაყოფა.

NN11.JPG

 

ამ თემაზე უფრო ვრცლად და საინტერესოდ Izrune.ge-ს თბილისის სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერი, მანანა გეგია გვესაუბრება:

-თავდაპირველად, საინტერესოა, ვინ თამაშობს მნიშვნელოვან როლს წარმატებული კლასების ფორმირებაში?

- შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართულობასა და მოსწავლეთა დაინტერესებას მნიშვნელოვნად განაპირობებს სკოლების ლიდერი დირექტორების პროგრესული აზროვნება და მათი ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან, Izrune.ge-სთან თანამშრომლობა. წარმატებულმა მენეჯერებმა საუკეთესო შედეგზე გასასვლელად გამოჰყვეს კლასის დამრიგებლები, რომლებიც ავტორიტეტით, მაღალი პედაგოგიური პროფესიონალიზმით, პიროვნული თვისებებითა და ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩევიან. მათი მთავარი მიზანი უმოკლეს დროში სადამრიგებლო კლასის ჯერ „მეგობრულ“, შემდეგ „თვის სუპერ“ და ბოლოს „მომავლის კლასად“ ფორმირება და Izrune.ge-სთან ერთად წარმატების გაზიარებაა.

345.jpg

 

- საინტერესოა, რას გულისხმობს „მეგობრული კლასი“?

- „მეგობრული კლასი“ ეს არის კლასის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა ჩართულობის რაოდენობის მიხედვით ენიჭება. ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში მოსწავლეთა ჩართვა სკოლებისთვის მინიჭებული ინდივიდუალური პრომო კოდით ხდება (სკოლებს კოდი Etaloni.ge და Izrune.ge-სთან თანამოაზრეობით ენიჭებათ, რის შემდეგაც, მათი მოსწავლეები პორტალის ყველა სიკეთეს სიმბოლურ ფასად, თვეში 1 ლარად იღებენ).

ეს ტიტული კლასს Izrune.ge-ში კლასის მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება.  

-რას მოიაზრებს „თვის სუპერ კლასი“?

-ეს არის მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტული.  „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

-რაც შეეხება „მომავლის კლასს“?

-ეს „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.

უნდა აღვნიშნო, რომ  კლასების ამ სისტემით დაყოფამ გაამართლა _ საკმაოდ მცირე დროში უკვე ასამდე მეგობრული კლასი ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით აქტიურობენ N106, N167, N71, N87, N94, N145, N133, N11, N108 საჯარო სკოლები. მალე რეიტინგებსაც გამოვაქვეყნებთ.

-როგორც ვიცით, მომავალზე ზრუნვისა და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებასთან ერთად, წარმატებული კლასის საუკეთესო დამრიგებელს უპრეცენდენტო საჩუქარი ელოდება...

-დიახ, 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდებასაქართველოს ეტალონი პედაგოგიდა მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანიაონიქს დეველოპმენტიაღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშიIzrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.

N87.JPG



რას ამბობენ ჩვენზე