მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მასწავლებლების შრომა ფასდაუდებელია - მათ დიდი ენერგიის ხარჯზე უწევთ მუშაობა. სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი ხშირად მაინც დაკავებულები არიან, რადგან სახლის საქმეების კეთება უწევთ.
პედაგოგებისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა დასაქმებული ადამიანისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვა და დასვენება.
მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში დასვენება დიდი ფუფუნებაა, კვირაში რამდენჯერმე თუ მოახერხებთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას, უფრო პროდუქტიულები იქნებით.
Izrune.ge გთავაზობთ განტვირთვის მეთოდებს, რათა უფრო ენერგიულები გახდეთ:
1. ისეირნეთ ბუნებაში
2. მიიღეთ ცხელი აბაზანა
3. მოუსმინეთ მუსიკას
4. იცეკვეთ
5. დაკავდით იოგით
6. მოინახულეთ მეგობრები
7. წაიკითხეთ წიგნი
8. უყურეთ ფილმს
9. არ დაგავიწყდეთ კარგად გამოძინება
10. და რაც მთავარია, იცინეთ ბევრი