მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის შესრულებისას, საქმისა, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდა-განათლება ჰქვია, პედაგოგებს, გარკვეულწილად, დაძაბულ გარემოში უწევთ მუშაობა.
Izrune.ge ამ საკითხით დაინტერესდა და გამოჰყო 5 სტრესული სიტუაცია, რომელიც თითოეულ პედაგოგს განუცდია:
გადატვირთვა
ჩასატარებელი გაკვეთილების სიმრავლე, სკოლაში მოსაგვარებელი ფორმალური და ბიუროკრატიული საკითხები, ზრუნვა პროფესიულ ზრდაზე და სახლში გაგრძელებული სამუშაო საკონტროლო წერებისა თუ საშინაო დავალებების შემოწმებით...
როლების დანაწილება
ავტორიტეტის მოსაპოვებლად პედაგოგს მოსწავლეებთან, კოლეგებთან თუ მშობლებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება და უფლება-მოვალეობების მკაფიო გადანაწილება სჭირდება. მრავალფეროვან საზოგადოებაში კი ეს პროცესი საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს...
მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა
„მე პედაგოგი ვარ, მე ასე მოქცევა არ შემეფერება“ - პროფესიონალი პედაგოგი საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ითხოვს, აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეს ელეგანტურად, საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ უნდა წარიმართოს, პირადი პრობლემები საკლასო ოთახს მიღმა დარჩეს და დაუღლელად, წონასწორობა და ობიექტურობა უნდა შეინარჩუნოს. არადა, ხანდახან გინდათ თქვათ: „მეც ადამიანი ვარ“ და დაისვენოთ.
უპატივცემულობა
ურჩობა და არასასიამოვნო რეპლიკები მოსწავლეებისგან, დაუმსახურებელი შენიშვნა დირექტორისგან და „ბრძოლა მშობლებთან“ - მაშინ, როდესაც თქვენს კომპეტენციაში იჭრებიან და გიმტკიცებენ, რომ მათი შვილის უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს...
დაუფასებლობა
არასათანადო ანაზღაურება, შესუსტებული ავტორიტეტი და არასტაბილურობის განცდა...