მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მსოფლიოში მასწავლებლების უმეტესობა ქალია (70%). ამასთან, ყველაზე მეტი ქალი მასწავლებელი ბულგარეთში, ესტონეთში, ლიტვაში, სლოვაკეთსა და სლოვენიაში ასწავლის.
ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development, OECD) კვლევა მოწმობს. კვლევაში მონაწილეობა 23 ქვეყნის თითქმის 70 000 პედაგოგმა მიიღო.
60 წელს გადაცილებული მასწავლებლები კი ყველაზე მეტი ნორვეგიასა და ესტონეთშია (დაახლოებით 12%). აბსოლუტური რეკორდსმენი სკოლაში ახალგაზრდა სპეციალისტების რაოდენობით (30-წლამდე) - თურქეთია. ამ ქვეყანაში ახალგაზრდა მასწავლებლების წილი 43%-ს უახლოვდება, მაშინ როცა მალტაში, ახალგაზრდა მასწავლებლების რაოდენობით მეორე ქვეყანაში, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ს შეადგენს.
ყველაზე ნაკლები ახალგაზრდა მასწავლებელი, დაახლოებით 2%, იტალიურ საშუალო სკოლებშია.
ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, ბრაზილია, ირლანდია, მალაიზია, მალტა, პოლონეთი და თურქეთი, 50%-ზე მეტი მასწავლებელი 40 წლამდე ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაშია.
პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში პედაგოგების 86% 36 წლის და მეტი ასაკისაა, მათ შორის, 13% - 65 წლის და მეტისაა.
ასევე იხილეთ: საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში 81 წელს გადაცილებული 316 პედაგოგი ასწავლის