izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
14 თებერვალი, 2019
„Izrune.ge-მ არა მხოლოდ კლასი, არამედ მშობლებიც ძალიან მეგობრულები გახადა“ - ლიდერთა გამოცდილება თბილისის N106 საჯარო სკოლიდან

როგორც იცით, Izrune.ge-მ თბილისის ლიდერი სკოლების ლიდერი მეგობრული დაწყებითი კლასები გამოავლინა და მათ შორის მოწინავე ადგილი თბილისის N106 საჯარო სკოლას უჭირავს.

Izrune.ge  სკოლის განსაკუთრებულად მზრუნველ კლასის დამრიგებლებსა და გამორჩეულად მეგობრულ მოსწავლეებს სიამაყით გაგაცნობთ.

სოფიო მეხაშიშვილი, Iდ კლასის ხელმძღვანელი:

„პროექტში თავიდანვე დიდი ინტერესითა და სიხარულით ჩავერთეთ, შემდეგ შევიტყეთ „მეგობრული კლასის“ ტიტულის შესახებ და მისი მოპოვება დავისახეთ მიზნად, ერთობლივი მუშაობით წარმატებით გავედით ამ შედეგზე, რაც ძალიან მახარებს. Izrune.ge-მ არა მხოლოდ კლასი, არამედ მშობლებიც ძალიან მეგობრული გახადა ერთმანეთის მიმართ, ისინი ერთობლივად ზრუნავენ შვილების ბედნიერ მომავალზე და აქტიურად თანამშრომლობენ სკოლასთან. ბავშვებს მოსწონთ შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომები და მოუთმენლად ელიან ტესტების გავლას, მეორე დღეს კი აქტიურად განვიხილავთ ხოლმე საკითხებს და ვიღრმავებთ ცოდნას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლის პროცესი უფრო სახალისო ხდება და ჩვენც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ჯერ „სუპერ“, შემდეგ კი „მომავლის კლასის“ სტატუსის მოსაპოვებლად.“

sopio.jpg

Iდ კლასის მეგობრული და წარმატებული მოსწავლეები, საშუალო ქულა 94:

ახვლვლედიანი გიორგი, ბადაშვილი რატი, ბაძაღუა საბა, ბერაძე ბარბარე, ბიჭიკაშვილი თამარ, გრიგალაშვილი ელენე, გუთანაიძე საბა, თათეშვილი ნიკოლოზ, თევზაძე გიორგი, კაპანაძე ნინო, კობახიძე საბა, კოდუა სესილია, კრავეიშვილი მარიამ, მარხვაშვილი ვაჟა, მეკალუაშვილი ანდრია, სუხიტაშვილი ელენე, ტაბატაძე ოთარი, ფუხაშვილი გიორგი, ქურდაშვილი ელენე, ყოჩიაშვილი ნიტა, შველიძე ნიკოლოზ, ჩადუნელი გიორგი, ჩხაიძე ელენე, წიკლაური ლუკა, ჯავახიშვილი თამარ.

მეგი გუმბერიძე, Iვ კლასის დამრიგებელი:

„მეგობრული კლასის“ სტატუსის მოპოვების შემდეგ კიდევ უფრო დიდი წინსვლის მოტივაცია გაუჩნდათ მოსწავლეებსა და მშობლებს. ერთხმად ვთანხმდებით, რომ Izrune.ge 21-ე საუკუნეში წარმატებისთვის მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში ეხმარება ბავშვებს. ტესტების ინდივიდუალური, მეთოდოლოგიურად გამართული და მამოტივირებელი ფორმატი მოსწავლეთა დაინტერესებას იწვევს, მათთვის მნიშვნელოვანია ვიზუალური მასალა და სახალისო მიდგომები. ჩვენი პატარები მოუთმენლად ელიან ტესტების დღეს და შემდეგ საკითხების განხილვას. Izrune.ge სკოლისთვის ცოდნის მონიტორინგისა და მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართვის საუკეთესო საშუალებაა, ამ მონაცემების გათვალისწინებით ჩვენი მუშაობა მეტად ნაყოფიერი ხდება და ერთობლივი ძალებით საუკეთესო შედეგებისკენ მივისწრაფვით.“

megii.jpg

Iვ კლასის მეგობრული და წარმატებული მოსწავლეები, საშუალო ქულა 94:

ანთიძე ზურაბ, ბულაცოვი ლევანი, ბუსქანძე გაბრიელი, გამეზარდაშვილი ნია, გარუჩავა ნინო, გაჯიევი ისა, გვაზავა ელენე, გოქსაძე ბარბარე, დემურაძე ქრისტესია, დოლიაშვილი ლაზარე, თირქია მარიამი, კანკია ანასტასია, კვანტრიშვილი ნინო, კიზირია თომა, კლდიაშვილი გვანცა, მარტიროსიანი დანიელ, მიგრიაული ანდრია, ნადაშვილი დაჩი, შველიძე ანასტასია, ჩხეტია მარიამი, ჭელიძე ნიკოლოზ, ხმალაძე ლიკა, ჯავახიშვილი საბა, ჯმუხაძე დავითი.

შორენა იმედაიშვილი, Iა კლასის ხელმძღვანელი:

„თავდაპირველად, მშობლებს გავაცანით ინოვაციური პორტალი, პრეზენტაციას დიდი დაინტერესება მოჰყვა. შემდეგ ბავშვებმა ტესტები გაიარეს და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ მიდგომებს რომ გაეცნენ, Izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური წევრები გახდნენ. პორტალი მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. მათ ტესტებთან მუშაობა ისწავლეს, აქამდე მშობლები ეხმარებოდნენ კითხვაში, ახლა უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ საკითხების გააზრება. Izrune.ge-ს მთავარი მიზანი, ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოვება, ვფიქრობ, ჩვენს კლასში უკვე შესრულებულია. და ახლა ერთობლივი ძალებით „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად ვიბრძვით.“

shorenaa1.jpg

Iა კლასის ყველაზე მეგობრული და წარმატებული მოსწავლეები, საშუალო ქულა 93:

ბარამიძე ნიკოლოზ, გარსევანიშვილი მათე, გვასალია ნიკოლოზ, გიგაური ემილი, გოქსაძე ბარბარე, დათვიაშვილი თათა, დევნოზაშვილი ლაშა გიორგი, ივანელაშვილი ელენე, ივანელაშვილი დაჩი, კაველიძე ანი, კომახიძე ლუკა, კუპრაშვილი ნატალია, ლეკიშვილი ნიკოლოზ, მამულაიძე ბარბარე, მარანელი საბა, მეგენეიშვილი ნინი, მიდოდაშვილი ანასტასია, ოდიშვილი ბარბარე, პაპავა ელენე, რამიშვილი მიხეილი, ტუღუში ლოლიტა, წარუაშვილი იოანე, ჭანტურიძე ლიზი, ხელაძე სანდრო, ჯავახიშვილი შორენა, ჯინჭარაძე იესე.

ელზა ჭიკაძე, IIIე კლასის დამრიგებელი:

Izrune.ge-მ  ნომერ პირველი პრობლემა, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების სისტემური ჩართვა, გადაჭრა და მთელი სასკოლო საზოგადოება წარმატების ირგვლივ, მომავალ თაობაზე ზრუნვით გაგვაერთიანა. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ტესტების გავლას და შემდეგ შედეგების ერთმანეთისთვის გაზიარებას. პორტალთან ერთად საგაკვეთილო პროცესიც უფრო სახალისო და მეგობრული ხდება. Izrune.ge კლასისა თუ სკოლისთვის წარმატების საზომია და ჩვენც ძალას არ დავიშურებთ, რომ პირველები ვიყოთ საგანმანათლებლო ინოვაციებში“.

IIIე კლასის მეგობრული და წარმატებული მოსწავლეები, საშუალო ქულა 90:

ბარსეგოვი ლანა, ბეგიაშვილი გაბრიელი, ბერიძე ქრისტინე, ბოჭორიშვილი ბარბარე, გაფრინდაშვილი ელენე, გომურაშვილი ნიკოლოზ, დამაცევა ალექსანდრა, ვარაზაშვილი გაბრიელი, თაყნიაშვილი ლუკა, მაისურაძე ანანო, მამაიშვილი ნიკოლოზი, მაღლაფერიძე მარიამი, მაჭარაშვილი ბარბარე, მრელაშვილი მარიამ, მხატრიშვილი ბექა, ნადაშვილი ეკატერინე, პაპავა ნიკოლოზ, ტატულიშვილი ბექა, ქარდავა დიმიტრი, ქებულაძე ლიკა, ღვინაშვილი ცოტნე, ყრუაშვილი ლიზი, შაკაია საბა, შველიძე ბექა, ცერცვაძე თამაზ, ხალილოვი ამინა, ხარატაშვილი ანა.

55.jpg

მოცემული რეიტინგი 27 იანვარს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ შემაჯამებელ ტესტში მიღებულ საშუალო შეწონილ ქულას ეყრდნობა.

შეგახსენებთ, რომ „მეგობრული კლასის“ სასტარტო წამახალისებელი ტიტული ენიჭება კლასს, როდესაც Izrune.ge-ში კლასის მოსწავლეთა სრული რაოდენობის 90-100% ჩართულია.

„სუპერ კლასის“ ტიტულის მინიჭება მოხდება თებერვლის „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“ შემაჯამებელი ტესტის ქულების მიხედვით.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი ამაყია დიდი ოჯახის პატარა წევრების წარმატებით და მადლობას უხდის მშობლებსა და დამრიგებლებს გაწეული ზრუნვისთვის.

Izrune.ge თბილისის ლიდერი სკოლების ლიდერი მეგობრული დაწყებითი კლასების სხვა საამაყო წევრებთანაც საინტერსო ინტერვიუებს შემოგთავაზებთ. 

დაწყებითი კლასები ახალი.jpg




რას ამბობენ ჩვენზე