მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
კარგ მოსწავლეებად არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან - ამას სპეციალისტები ამტკიცებენ, რომლებიც მშობლებს რამდენიმე რჩევას აძლევენ, თუ როგორ უნდა დააინტერესონ შვილები სწავლის პროცესით.
Izrune.ge 6 საუკეთესო მიდგომას გთავაზობთ:
შექმენით წიგნის კითხვის ატმოსფერო
წიგნის კითხვა განათლების მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი გზაა. ბავშვებს, რომელთაც კითხვა უყვართ, სწავლა უფრო უადვილდებათ. სწორედ ამიტომ, დაეხმარეთ ბავშვს რომ კითხვა შეიყვაროს. დააწესეთ ოჯახური კითხვის დრო - დღეში 20 წუთი მაინც, დაანახეთ მაგალითი, რომ თავად კითხულობთ, შექმენით სახლში ატმოსფერო, სადაც წიგნს საპატიო ადგილი უკავია და ამით დააინტერესეთ ბავშვიც.
მიეცით არჩევანის საშუალება
სწავლის ხსენება ბევრ ბავშვში კონტროლის ასოციაციას იწვევს. სწორედ ამიტომ, მიეცით მათ საშუალება სავალდებულო მასალასთან ერთად დამატებით თავისი სურვილით აირჩიონ რისი სწავლა სურთ. ეს ბავშვს მისცემს შეგრძნებას, რომ პროცესს თავად წარმართავს. მაგალითად, თუ სასკოლო დავალებაა თავისუფალი ესე, მიეცით საშუალება თავად აირჩიოს რის შესახებ სურს წერა.
დაინახეთ ბავშვის ინტერესები
მნიშვნელოვანია სწავლა სახალისო იყოს. სწორედ ამიტომ, დაინახეთ და გაარკვიეთ ბავშვის ინტერესები. მაგალითად, თუ მას დინოზავრები აინტერესებს, მიეცით წიგნები ამის შესახებ და სავალდებულო მასალის პარალელურად, დაეხმარეთ ცნობისმოყვარეობის სწავლით დაკმაყოფილებაში.
მიეცით მაგალითი
თუ ბავშვი ხედავს, რომ სწავლა თქვენც გაინტერესებთ, მუდმივად კითხულობთ და იკვლევთ, ეს მაგალითს აძლევს, რომ თავადაც თქვენნაირი გახდეს. დაანახეთ ბავშვს, რომ სწავლა გაინტერესებთ და თავადაც დაინტერესდება ამით.
ასწავლეთ იყოს მობილიზებული
არაორგანიზებულობა ბავშვებისთვის დამახასიათებელია. არადა მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო თუ საკუთარ ნივთებს სწორი ადგილი მიუჩინონ. ეს ჩვევა მათ სწავლის პროცესშიც ეხმარება. გამოიჩინეთ მოთმინება, მაგრამ პრინციპულობა, რომ ბავშვმა საკუთარი ნივთების მოწესრიგება ისწავლოს.
გააკეთეთ აქცენტი მის ძლიერ მხარეებზე და არა - სისუსტეზე
რთულია ძლიერ მხარეზე აქცენტის გაკეთება, როცა ბავშვში მრავალ სისუსტეს ხედავთ? როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, სწორედ ძლიერ მხარეზე ფოკუსირებით ვზრდით ბავშვის თავდაჯერებულობასა და ინტერესს სწავლის მიმართ. შეაქეთ, დაინახეთ მისი ძლიერი მხარე და ამით მოტივაცია მიეცით, უფრო მეტი ისწავლოს, უფრო კარგი მოსწავლე გახდეს.