მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
თბილისის N106 საჯარო სკოლიდან რედაქციაში ყველაზე მზრუნველი
წერილი მოვიდა. III ე კლასი, რომელიც ელზა ჭიკაძის სადამრიგებლოა, ლიდერი „მეგობრული
კლასის“ ტიტულს ატარებს და საკუთარ გამოცდილებას izrune.ge-ს დიდ ოჯახს უზიარებს:
„ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge -ში პირველივე დღიდან ჩავერთეთ, ჩვენი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ,,მეგობრული“ ,,სუპერ“ და ,,მომავლის კლასის’’ ტიტულის შესახებ შევიტყეთ. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად აქტიურად და მონდომებით ვიმუშავეთ ,,მეგობრული კლასის’’ ტიტულის მოსაპოვებლად და დღეს 100% -ით ვუერთდებით Izrune.ge-ს დიდ და მზრუნველ ოჯახს. ჩვენ ლიდერი „მეგობრული კლასის“ ტიტულს ვატარებთ და მოუთმენლად ველოდებით 24 თებერვალს - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ და უფრო დიდი წარმატებისთვის ვემზადებით. დღეს კლასში ნამდვილი დღე - სასწაული მოვაწყეთ. მშობლებმა დაამზადეს ბანერი, ბავშვებმა თავიანთი წარმატების დიპლომები მოიტანეს და საერთო სიხარული გავიზიარეთ. მადლობა izrune.ge-ს, რომ გვეხმარება შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურად ჩართვასა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში. ჩვენ izrune.ge-ისთან ერთად ვზრუნავთ საქართველოს მომავალზე.“
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი მადლობას უხდის
თბილისის N106 საჯარო სკოლას, მის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გამოჩენილი
მზრუნველობისა და აქტიურობისთვის.