მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
„აუ, დე, დიდი ვარ უკვე, მარტო დავრჩები, ნუ გეშინია“- ბავშვებს ერთი სული აქვთ როდის დარჩებიან სახლში მარტო და დამოუკიდებლობის თავგადასავლებში ჩაებმებიან...
მშობლები კი ღელავენ, არ დაიშავონ პატარებმა რამე და ხშირად უჩნდებათ კითხვა, რა ასაკიდან შეიძლება მათი თხოვნის შესრულება.
ჩვეულებისამებრ, ამ დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმას მშობლები და მათი შვილები სკოლის ადრეული ასაკიდან იწყებენ, თუმცა არ არსებობს კონკრეტული რეკომენდირებული წელი, რომელიც უსაფრთხოების გარანტია.
არის თუ არა ბავშვი სახლში მარტო დასარჩენად მზად ამის განსაზღვრა მშობელზე უკეთ არავის შეუძლია. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი საზომი შვილის ბუნება და მისი დამოუკიდებლობის ხარისხია.
თქვენი პატარა შესაძლოა, 5 წლის იყოს, მაგრამ კარგად უმკლავდებოდეს თავისი ოთახის საქმეებს, არ ტიროდეს, როდესაც რამეს უმნიშვნელოდ იტკენს და თუნდაც, წყლის დასალევად თქვენ არ გეძახდეთ, მაშინ, როდესაც მეორე შვილი 12 წლის ასაკშიც თქვენზეა მოჯაჭვული და ყველაფრის გაკეთება ეზარება.
მაშინაც კი, თუ უკვე ხედავთ სახლში მარტო დასარჩენად შვილის მზაობას, პირველ ცდაზე ნურც შორს და ნურც დიდი ხნით წახვალთ. თავდაპირველად, დატოვეთ ის 10 წუთით, შინ დაბრუნებული დააკვირდით მის რეაქციას, შემდეგ გაზარდეთ დრო და ნახევარი საათით გადით. ასე დაკვირვებით, ეტაპობრივად მიჰყევით ახალ რიტმს.
ამასთან, მუდმივად, მაგრამ თამაშ-თამაშით უმეორეთ უსაფრთხოების შემდეგი წესები:
რაც შეეხება შიდა საშინაო საქმეებს, მარტო დარჩენილმა პატარამ უნდა იცოდეს, რომ ელექტროგაყვანილობებით, ბასრი საგნებითა და ცეცხლსაშიში ნივთებით თამაში არ შეიძლება. მას დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ უნდა შეეძლოს საჭირო ოთახით სარგებლობა, საკვების მიღება, კარის გაღება-დაკეტვა და ტელეფონის გამოყენება.