მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ყურადღება, ყურადღება... Izrune.ge-მ მოსწავლეთა საშუალო შეწონილი ქულის მიხედვით საქართველოს რეგიონების ლიდერი სკოლების რეიტინგი გამოაქვეყნა.
და ახლა სიამაყით გვსურს, მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და ლიდერი სკოლების ლიდერი დირექტორების გამოცდილება გაგიზიაროთ:
საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე:
„მახარებს საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის ლიდერობა და მსურს, რომ კიდევ უფრო ჩართულები და წარმატებულები ვიყოთ ისეთ საოცარ პროექტში, როგორიც Izrune.ge- ა. სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართვა აქილევსის ქუსლივითაა და პორტალმა დროულად მოგვისწრო. ამასთან, საინტერესო კითხვებითა და წამახალისებელი დიპლომებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, რაც გადამდებია. Izrune.ge-სთან ერთად ახალგაზრდები მეტად ინტელექტუალები, თავდაჯერებულები და წინსვლაზე ორიენტირებულნი ხდებიან. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს სკოლებს პორტალთან ერთად.“
ლელა ფანოზიშვილი, საგარეჯოს N1საჯარო სკოლის დირექტორი:
„წლებია, „ეტალონთან“ აქტიურად და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ, დიდია მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა ჩემპიონატის მიმართ, სწორედ ამ პროექტმა განსაზღვრა ჩვენი სანდოობა უკვე Izrune.ge-სადმი. მოვაწყეთ პრეზენტაციები და მოსწავლეთა სურვილით, მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივი აქტიურად დავიწყეთ ამ მხრივ მუშაობა. მახარებს სკოლის წარმატება, ვხედავ რომ მუშაობამ შედეგი გამოიღო და ახლა წინსვლის უფრო მეტი მოტივაცია გვაქვს. Izrune.ge-სთან ერთად მოსწავლეები მრავალმხრივ ვითარდებიან, პედაგოგები სწავლების ძლიერ და სუსტ მხარეებს განსაზღვრავენ, მშობლები კი სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან. სკოლა სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს მომავალი თაობის განათლებისა და წარმატების გზაზე.“
თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე:
„ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ლიდერთა რეიტინგში 3 სკოლა, ზედა საზანოს, თერჯოლის N1 და ნახშირღელის საჯარო სკოლები მოხვდნენ, რაც ძალიან საამაყოა და მუშაობის ეფექტურობაზე მიუთითებს. საგანმანათლებლო სივრცისთვის Izrune.ge მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, მშობლებს აქტიურად რთავს სასწავლო პროცესში, მოსწავლეებს წინსვლის მოტივაციას უღვივებს და სკოლასაც ინოვაციებისთვის ფეხის აწყობის საშუალებას აძლევს. საერთო ჯამში კი, სასკოლო ცხოვრების განვითარება ქვეყნის წარმატებულ მომავალზე აისახება. ამდენად, პროექტს აქვს ჩვენი აქტიური მხარდაჭერა და ექნება ყოველთვის.“
ელისო მურადაშვილი, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
„Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართულობა და მოსწავლეთა მოტივაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ თვალნათლივ დავინახეთ შრომის შედეგი და ამ წარმატებაში თანამონაწილეობის სურვილი კიდევ უფრო მეტმა მშობელმა გამოთქვა. თავად ვხელმძღვანელობ თითოეულ აქტივობას ამ მხრივ და მახარებს შედეგები, გვაქვს ტექნიკური პრობლემები, თუმცა სკოლა ხუთშაბათობით და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ოჯახებს მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ ტესტები ჩვენთან გაიარონ. კიდევ უფრო დიდი წარმატების სტიმულით ვაგრძელებთ მუშაობას.“
მამუკა მექვაბიძე, ზედა საზანოს საჯარო სკოლის დირექტორი:
„როგორც მშობელი და სკოლის ხელმძღვანელი დიდი ინტერესითა და სიხარულით ვერთვები Izrune.ge-ში. ლიდერთა შორის მოხვედრა მოსწავლეებისა და პედაგოგების დაუღალავი შრომის შედეგია, რა თქმა უნდა, მშობლებიც აქტიურად გვიდგანან გვერდში. ამასთან, მნიშვნელოვანია იზრუნეს მეთოდოლოგიურად გამართული და საგნობრივად შეწონილი ტესტები, რომლებიც რეალურად ასახავს ცოდნისა და განვითარების დონეს. სტანდარტული საგაკვეთილო პროცესის გარდა, სკოლაში არაერთ საინტერესო აქტივობას ვაწყობთ და ეს კიდევ უფრო ეხმარება ჩვენს ბავშვებს Izrune.ge-ში წარმატების მიღწევასა და პორტალთან ერთად მრავალმხრივ განვითარებაში. მსურს, რომ მუდმივად ლიდერთა შორის ვიყოთ და ამისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ.“
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე:
„ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა ყველაზე მრავალრიცხოვანია მუნიციპალიტეტში. მოსწავლეთა ინტერესისა და მშობელთა ჩართულობის გათვალისწინებით, დამრიგებლებმა მოსწავლეები თავიანთი ხელით დაარეგისტრირეს და წარმატების მოსაპოვებლად ენერგია არ დაიშურეს, შედეგიც სახეზეა. მხარს ვუჭერთ Izrune.ge ინოვაციურ მიდგომებს და სკოლების მეტი ჩართულობის, უფრო დიდი წარმატებების იმედი გვაქვს.“
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ დავითაშვილი:
„ყოველთვის ძალიან ვგულშემატკივრობდი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონსა“ და ახლა უკვე Izrune.ge-ს. პროექტები ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური და წარმატებული თაობის აღზრდას ემსახურება. მახარებს დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ლიდერთა შორის მოხვედრა და ამდენი მოტივირებული მოსწავლისა და მშობლის ხილვა, წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგების მიდგომები და სასკოლო ცხოვრება, რომელიც საგანმანათლებლო ინოვაციების ირგვლივ ერთიანდება.“
ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე:
„მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და წარმატების მისაღწევად არა მხოლოდ აკადემიური მიდგომები, არამედ არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, მისასალმებელია Izrune.ge-ს მიზნები და ინოვაციური მიდგომები სწავლებაში. მშობელთა ჩართულობის გაზრდა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება პორტალის ძლიერი მხარეა და არსებულ რესურს თითოეული წარმატებაზე ორიენტირებული მშობელი გამოიყენებს.“
ნონა ჟვანია, ფოთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
„Izrune.ge-ში ჩართვის შემდეგ სასკოლო ცხოვრბა მეტად
გამოცოცხლდა და მოსწავლესა თუ მშობელს წარმატების მოტივაცია მნიშვნელოვნად აუმაღლდა.
ჩვენს ბავშვებს საშუალება აქვთ ინდივიდუალური და სახალისო ტესტებით დამოუკიდებლად,
თავისუფალ გარემოში გამოსცადონ თავი და მშობლებმაც იზრუნონ მათი განვითარების დონეზე.
თანაც, მოსწავლეები ტექნოლოგიების მიზანმიმართულ და ეფექტურ გამოყენებას სწავლობენ
და ცოდნას იმტკიცებენ. ამაყი ვარ სკოლის შედეგებით და მეტ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს
ბავშვებს Izrune.ge- სთან ერთად.“
მარინა ისკაკოვა, ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი:
„მახარებს ლიდერთა შორის ჩვენი სკოლის დასახელება და
მიღწეული შედეგები, რა თქმა უნდა, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად მეტი წინსვლისკენ
სწრაფვას განვაგრძობთ. სკოლაში წარმატების კედელი გვაქვს, სადაც Izrune.ge-ს ოქროს,
ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპმომები მუდმივად ენაცვლებიან ერთმანეთს და კლასებს შორის
ჯანსაღი კონკურენცია და სწავლის მოტივაცია მატულობს. პორტალმა შექმნა ინსტრუმეტი, რომლის
საშუალებითაც მშობლებს აქტიურად და ხალისით ვრთავთ სასკოლო ცხოვრებაში და თანამედროვე
რესურსებს სისტემურად და მიზნობრივად ვიყენებთ.“
თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„Izrune.ge მასწავლებელთა გაწეული შრომის, მოსწავლეთა ცოდნის დონისა და სასკოლო ცხოვცრებაში მშობელთა სისტემური ჩართულობის ინდიკატორია. პორტალთან ერთად ოჯახები სკოლის პულსაციას გრძნობენ, ხედავენ სწავლების ეფექტურ მიდგომებს, საკუთარი შვილის მისწრაფებებს. პედაგოგები გახარებულები არიან, რომ ბავშვებში წინსვლის მოტივაცია გაიზარდა, მოუთმენლად ელიან ტესტებს და შემეგ გაკვეთილებზე განიხილავენ საკითხებს, იღრმავებენ ცოდნას. ჩვენ პორტალთან ერთად დიდი წარმატების მირწევა შეგვიძლია. Izrune.ge მოაზროვნე თაობას აღზრდის, თაობას, რომელიც ძალიან წარმატებული იქნება „ეტალონსა“ თუ სხვა ინტელექტუალურ ასპარეზზე. Izrune.ge-სთან ერთად 21-ე საუკუნის კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა გვეყოლება, რაც სკოლის, რეგიონისა თუ ქვეყნის ბედნიერების განმსაზღვრელია.“
ნატო გვარლიანი, მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„იზრუნეს პირველივე ტესტის გავლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე, უნდა გენახათ როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს ცოდნასა და წარმატებას. ბავშვების დაინტერესება რომ დაინახეს, მშობლებმა, სკოლასთან ერთად, აქტიურად დაიწყეს ზრუნვა Izrune.ge-სთან ერთად საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობისა და მეტი წარმატების მოსაპოვებლად. პორტალთან ერთად მოსწავლეები ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას სწავლობენ და მრავალმხრივ უნარს ივითარებენ. გვახარებს ლიდერთა შორის ყოფნა და შედეგების გასაუმჯოდესებლად ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას.“
შეგახსენებთ, რომ რეიტინგი პროგრამულად (ავტომატურად) ჯამდება „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“კონკრეტული თვის შემაჯამებელ ტესტში თითოეული მოსწავლის მიღებული ქულების მიხედვით და გვიჩვენებს სკოლის საშუალო შეწონილ ქულას.
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი სკოლებსა და მუნიციპალიტეტებს მადლობას უხდის გაწეული ზრუნვისთვის და ლიდერთა რეიტინგში შესული სხვა საამაყო წევრების გამოცდილებასაც გაგიზიარებთ.