izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
05 მარტი, 2019
„Izrune.ge ძალიან ახლო და მშობლიური პორტალია“- რეიტინგის ლიდერები ინოვაციურ მიდგომებს აფასებენ

Izrune.ge-მ მოსწავლეთა საშუალო შეწონილი ქულის მიხედვით საქართველოს რეგიონების ლიდერი სკოლების რეიტინგი გამოაქვეყნა.

და ახლა სიამაყით გვსურს, მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და ლიდერი სკოლების ლიდერი დირექტორების გამოცდილება გაგიზიაროთ:

დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი:

„ეტალონის“ შექმნის შემდეგ, ბატონმა გოჩამ კიდევ ერთი უნიკალური, შემეცნებითი და წარმატებაზე ორიენტირებული პროექტი Izrune.ge შემოგვთავაზა, რომლის მთავარი ღირსებაც შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემური ჩართვა, მოსწავლეთა მოტივირება და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაა. საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული ტესტების საშუალებით ოჯახები ზუსტად განსაზღვრავენ ბავშვის ცოდნასა და მისწრაფებებს, პედაგოგებთან კომუნიკაციით კი მეტად საინტერესო და ეფექტური საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს. პორტალით დაინტერესება დღითიდღე იზრდება და მჯერა, ჩვენი სკოლების წარმატების Izrune.ge-სთან ერთად.“

ხვიჩა ხიტალიშვილი, ჟინვალის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ჩვენი მოსწავლეები დიდ წარმატებებსაც აღწევენ ჩემპიონატში. ინტელექტუალური და წარმატებაზე ორიენტირებული პორტალია Izrune.ge, რომელმაც ოჯახი, ბავშვი და სკოლა გააერთიანა. ერთობლივი მუშაობით ბედნიერი მომავლისკენ მივისწრაფვით, წარმატების დიპლომების გამოფენით ბავშვებში მოტივაციას ვზრდით, მშობელთა და პედაგოგთა კომუნიკაციით კი სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური ხდება. მჯერა, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო მაღალი შედეგების ჩვენება შეუძლიათ და ვაგრძელებთ მეტი წარმატებისთვის მუშაობას.“

dusheti.jpg

მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი:

Izrune.ge სასკოლო საზოგადოების გაერთიანებისა და საგაკვეთილო პროცესის მრავალმხრივ და ეფექტურად წარმართვის საუკეთესო საშუალებაა. ვხედავ ძალიან მონდომებულ და წარმატებაზე ორიენტირებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პედაგოგებთან და ერთობლივი ძალებით აუმჯობესებენ სწავლა-სწავლების ხარისხსა და შედეგებს. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საგანმანათლებლო ინოვაციებს და მეტი წარმატების იმედი გვაქვს.“

ქეთევან გურჩიანი, ეცერის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სასკოლო ცხოვრება Izrune.ge-სთან ერთად მეტად ერთიანი, სახალისო და წარმატებაზე ორიენტირებული გახდა. მშობლები აქტიურად ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროცესში, სისტემურად დაიწყეს საკუთარი შვილების ცოდნისა და განათლების დონისათვის თვალის მიდევნება და პედაგოგებთან ერთად ზრუნვა მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. მოსწავლისთვის კი პორტალის წამახალისებელი მიდგომები ძალიან დიდი სტიმულის მიმცემია. გვახარებს ლიდერთა შორის მოხვედრა და მეტი წარმატების იმედი გვაქვს.“

ნანა რატიანი, მესტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტების ერთობლივად გავლით მოსწავლე და მშობელი მეტად ახლოვდება, ოჯახები სასკოლო ცხოვრებაში ერთვებიან და მასწავლებლებთან კომუნიკაციაც უფრო ეფექტური ხდება, საგაკვეთილო პროცესიც უმჯობესდება. ბავშვებს ვთხოვეთ, რომ მათთვის უცხო კითხვები მოენიშნათ, გავაკეთეთ პასუხების რვეული და გაუგებარ მასალას პედაგოგი გაკვეთილზე უფრო სიღრმისეულად ხსნის. შესაბამისად, მომდევნო ტესტებში მიღებული შედეგებიც უმჯობესდება. მჯერა, რომ Izrune.ge-სთან ერთად ჩვენი მოსწავლეები მრავალმხრივ განვითარებულ და წარმატებულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.“

mestia.jpg

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა:

„მთელი მარტვილი და საქართველო დიდ იმედებს ამყარებს Izrune.ge-ზე. ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი მომავალი თაობის განათლების ირგვლივ გაერთიანებას, მათში მოტივაციის ამაღლებასა და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება. აღსანიშნავია მშობელთა დაინტერესება და სისტემური ჩართვა Izrune.ge-ში, რაც სასკოლო ცხოვრებას მნიშვნელოვნად აძლიერებს და სწავლებას მეტად ეფექტურს ხდის. ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეს მსგავსი პროექტები ძალიან სჭირდება.“

დონალდ ძაგანია, ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ გამოცდილებითა და ბატონი გოჩასადმი დიდი პატივისცემით Izrune.ge-ს უკინალურობაში ეჭვი არც შემპარვია, უბრალოდ, პორტალმა და მიღწეულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. საგანმანათლებლო ინოვაციის ირგვლივ მთელი სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა და დღეს ძალიან მოტივირებული მოსწავლეები, აქტიური მშობლები და პროფესიონალი პედაგოგები ერთობლივად მივისწრაფვით წარმატებისკენ. ყოველთვის Izrune.ge-ს გვერდით ვიდგები ახალგაზრდობისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდრეოდ.“

martvili.jpg

ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია:

Izrune.ge ჩვენთვის ძალიან ახლო და მშობლიური პროექტია, პირველივე დღეებიდან მასთან ერთად აქტიურად ვუწყობთ საგანმანათლებლო სიახლეებს ფეხს და მნიშვნელოვნად ვავითარებთ სასკოლო ცხოვრებას. ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანებით, აქტიური კომუნიკაციითა და მოსწავლის ინდივიდუალურ მისწრაფებებზე მორგებული სწავლებით საუკეთესო შედეგებზე გავალთ და უფრო მასშტაბურ წარმატებებს მივაღწევთ.“

xoni.jpg

ინგა წიგნაძე, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მახარებს ლიდერთა შორის მოხვედრა და სკოლის წარმატება Izrune.ge-ზე. შედეგზე მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი მუშაობით გავედით, მაღალია მოსწავლეთა დაინტერესება პორტალის მიმართ. ბავშვები ახლა უკვე მეტი ხალისითა და მონდომებით სწავლობენ დიპლომების მოსაპოვებლად. კლასები და მშობლები Izrune.ge-ს ირგვლივ ერთიანდებიან, ქმნიან ჩატებს, ერთმანეთს ტესტირების დღეს ახსენებენ და შედეგებს, გამოცდილებას უზიარებენ. აუცილებლად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა რეიტინგში მოწინავე ადგილი დავიკაოთ.“

zestaponi.jpg

გურამ ნათენაძე, გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი:

„წელს „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ჩვენმა მოსწავლემ მოიპოვა და მას შემდეგ, მიღწეულმა წარმატებამ და სიხარულმა Izrune.ge-სთან ერთად მეტად მასშტაბური სახე მიიღო. სკოლამ თითოეული მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი გახადა პორტალი და მშობლებიც აქტიურად აგვყვნენ ახალგაზრდების ბედნიერ მომავალზე ზრუნვაში. მჯერა, რომ სასკოლო ცხოვრების გააქტიურებით, ერთობლივი მუშაობითა და ბავშვების მოტივირებით საქვეყნო საქმეს ვემსახურებით და კიდევ უფრო დიდი წარმატების მოლოდინი გვაქვს.“

gardabani.jpg

ვაჟა ბუიღლიშვილი, ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი:

„გვახარებს ლიდერთა შორის მოხვედრა და წინსვლის კიდევ უფრო დიდი სტიმული გვაქვს. კლასის დამრიგებლებისა და პედაგოგების აქტიური მუშაობით, მოსწავლეთა დაინტერესებითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართულობით გავედით შედეგზე. შემეცნებითი და სახალისო საკითხების საშუალებით ბავშვები წარმატებისთვის საჭირო უნარებს ივითარებენ და ტესტებთან მუშაობას სწავლობენ. მათ ახარებთ მოპოვებული დიპლომები და კიდევ უფრო დიდი წინსვლის სტიმულით აგრძელებენ Izrune.ge-სთან ერთად შემეცნებას.“

terjola.jpg

ვარლამ თაგოშვილი, სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

„დიდი მონდომებითა და აქტივობით ვართ Izrune.ge-ში ჩართულები. ოჯახებს ძალიან მოსწონთ პორტალის შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომები. მშობლები აქტიურად ადევნებენ თვალს შვილების განვითარების დონეს და პედაგოგებიც მეტად ხედავენ ეფექტური საგაკვეთილო პროცესის წარმართვის გზებს. გავხარებს Izrune.ge-ში წარმატება და ვაგრძელებთ მუშაობას უკეთესი შედეგების მისაღწევად.“

dedopliswyaro.jpg

თამარ ბლიაძე, ბაკურიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

Izrune.ge-ს წარმატება დახვეწილმა ფორმატმა, საინტერესო ტესტებმა და მამოტივირებელმა მიდგომებმა განაპირობა. მოსწავლეებს მოსწონთ, რომ სულ რაღაც რამდნეიმე წამში ხედავენ შედეგებს და დიპლომებს იღებენ, მშობლებს კი საშუალება აქვთ, შვილების ცოდნა და მისწრაფებები განსაზღვრონ. პედაგოგები მრავალმხრივ და საინტერესო გაკვეთილებს ატარებენ ბავშვების ინტერესიდან გამომდინარე. მოხარული ვარ მიღწეული შედეგებით და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი მუშაობით ჯერ „მეგობრულ“, შემდეგ „სუპერ“ და საბოლოოდ „მომავლის კლასის“ ტიტულს მოვიპოვებთ და რეიტინგშიც წავიწევთ წინ.“

borjomi.jpg

24 თებერვალი-რეგიონები.jpg

შეგახსენებთ, რომ რეიტინგი პროგრამულად (ავტომატურად) ჯამდება „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“კონკრეტული თვის შემაჯამებელ ტესტში თითოეული მოსწავლის მიღებული ქულების მიხედვით და გვიჩვენებს სკოლის საშუალო შეწონილ ქულას.

 

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი სკოლებსა და მუნიციპალიტეტებს მადლობას უხდის გაწეული ზრუნვისთვის და აქტიურობისთვის.



რას ამბობენ ჩვენზე