მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
სკოლასთან დაკავშირებულ მრავალ მოგონებას შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი და დასამახსოვრებელი ადგილი კლასის დამრიგებლებს უჭირავთ.
სწორედ ეს ადამიანები ქმნიან ჯანსაღ საკლასო გარემოსა და სიყვარულით, ცოდნითა და წარმატებით სავსე სივრცეს მოსწავლეთა ცხოვრებაში.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით Izrune.ge გთავაზობთ 5 მთავარ თვისებას, რომელიც კლასის ლიდერ ხელმძღვანელს ახასიათებს:
1. ჰუმანურობა - ის ლოიალურობით, ტოლერანტობით, თბილი და მზრუნველი დამოკიდებულებებით უნდა გამოირჩეოდეს;
2. პედაგოგიური პროფესიონალიზმი - დამრიგებელი საკუთარი საგნის უბადლო მცოდნე, მუდამ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, საჭიროა კარგი გადმოცემის უნარი, სწავლებაში თანამედროვე მიდგომების გამოყენება და ობიექტურობა შეფასებისას;
3. ორგანიზატორული ნიჭი - ხელმძღვანელს კლასის გაერთიანება და საინტერესო აქტივობებში ჩართვა, სასკოლო ცხოვრების განვითარება-წარმოჩენა უნდა შეეძლოს;
4. ავტორიტეტულობა - დამრიგებელი ყოველმხრივ მისაბაძი ადამიანია. გამოცდილებასა და პროგრესულ აზროვნებაზე დაყრდნობით, მის სიტყვასა და გადაწყვეტილებებს დიდ პატივს სცემენ;
5. ჯანსაღი ამბიცია - მუდმივი წინსვლისა და წარმატებისკენ სწრაფვა, თავისი კლასის ნიჭიერების წარმოჩენა და შედეგებით პირველობა თითოეულ ლიდერ დამრიგებელს ახასიათებს.