izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
11 მარტი, 2019
მზრუნველი თბილისის N84 საჯარო სკოლა და Izrune.ge-ს მეგობარი მეცხრეკლასელები

თბილისის N84 საჯარო სკოლაში ინგა ევგენიძის სადამრიგებლო IX/1 „მეგობრული კლასის“ ტიტულს ატარებს და izrune.ge-ს დიდ და წარმატებულ ოჯახს საამაყო წევრად უერთდება.

და ახლა, ტრადიციულად, გვსურს მზრუნველი ისტორიის მზრუნველი გმირები გაგაცნოთ და მათი გამოცდილება გაგიზიაროთ:

„მახარებს ჩემი მოსწავლეების წარმატება და „მეგობრული კლასის“ ტიტულის მოპოვება. შედეგზე მოსწავლის, ოჯახებისა და სკოლის ერთობლივი თანამშრომლობით გავედით. Izrune.ge სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართვით, მამოტივირებელი  და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით მართლაც საქვეყნო საქმეს ემსახურება. ბავშვებს მოსწონთ ტესტების სახალისო და შემეცნებითი ფორმატი და მოუთმენლად ელიან ხოლმე ყოველ ხუთშაბათს, მომდევნო დღეს კი მოსულ საკითხებს განიხილავენ კლასში და ცოდნას იღრმავებენ. მიუხედავად იმისა რომ უკვე მე-9 კლასში არიან, მშობლები დიდი ინტერესით ერთვებიან ტესტირებაში და ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ მუდმივად ადევნონ თვალი შვილის ცოდნისა და განვითარების დონეს, შემდეგ კი სკოლასთან თანამშრომლობით, გააუმჯობესონ მუშაობა საჭირო მიმართულებით. გვსურს, რომ „თვის სუპერ კლასის“, შემდეგ კი „მომავლის კლასის“ ტიტული მოვიპოვოთ და ამისთვის ძალას არ დავიშურებთ,-“ინგა ევგენიძე, დამრიგებელი.

665.jpg

IX/1 „მეგობრული კლასის“ მოსწავლე ლუკა გოგინაშვილზე მამიდა, მარიამ გოგინაშვილი ზრუნავს, რომელიც საკუთარ მიდგომებს გვიზიარებს:

Izrune.ge ინდივიდუალური და საინტერესო ტესტებით მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს ავითარებს და წამახალისებელი მიდგომებით წარმატებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორია, სწორედ ამიტომ ჩავერთეთ პორტალში და ლუკა ყოველთვის მოუთმენლად ელოდება ხუთშაბათს. სიმართლე გითხრათ, მინდა, დამოუკიდებლად მუშაობას მიეჩვიოს და ტესტირებაში აქტიურად არ ვერევი, ძირითადად შედეგზე ვარ ორიენტირებული, მსურს სკოლასთან თანამშრომლობითა და საკუთარ თავზე მუშაობით ცოდნა გაიღრმავოს.“

თავად ლუკა Izrune.ge-ში საინტერესო ტესტები, წამახალისებელი და გუნდური მიდგომები მოსწონს. ამაყია „მეგობრული კლასის“ ტიტულის მოპოვებით და კლასელების წარმატებას გულწრფელად იზიარებს.

ლუკას ერთერთი მეგობრული კლასელი თეკლა ბოჭორიშვილია, რომელიც თვლის, რომ Izrune.ge-სთან ერთად საგაკვეთილო პროცესი უფრო მრავალმხრივი და სახალისო გახდა:

Izrune.ge კლასელებს ძალიან გვაახლოებს ერთმანეთთან. ის იდეაც კი გაგვიჩნდა, რომ ტესტები ყველას ერთად გაგვევლო, მაგრამ მოგეხსენებათ პორტალის ინდივიდუალური მიდგომები. სამაგიეროდ, ყოველი ხუთშაბათის შემდეგ აქტიურად განვიხილავთ მოსულ საკითხებს, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და გვიხარია კლასის წარმატება. საგაკვეთილო პროცესის უფრო მრავალმხრივი და საინტერესო გახდა, Izrune.ge უკეთ სწავლისა და წინსვლის მოტივაციას გვაძლევს.“

ლია ბოჭორიშვილი თეკლას მშობელი, შვილის კლასის, სკოლისა და Izrune.ge-ს ძალიან დიდი გულშემატკივარია:

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმდენად მადლობელი ვარ თბილისის N84 საჯარო სკოლისა და ინგა ევგენიძის. სკოლაში ახალი გადმოსულები ვართ, მანამდე საკმაოდ დიდი სირთულეები გადავლახეთ და აქ მართლა ოჯახივით დაგვხვდნენ. თბილ და მოსიყვარულე გარემოს ახლა უკვე Izrune.ge-ს მზრუნველობა შეემატა და „მეგობრულ კლასში“ ყველა პირობაა შექმნილი თეკლასა და მისი თანატოლების წარმატებისთვის. რისთვისაც ასევე ძალიან მადლობელი ვარ. პორტალის ინოვაციურ, შემეცნებით და წამახალისებელ მიდგომებთან ერთად ოჯახის, ბავშვისა და სკოლის თანამშრომლობით სასკოლო ცხოვრების წარმატებული ისტორია იღებს დასაბამს.“

tekla.jpg



რას ამბობენ ჩვენზე