მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასთან ერთად მშობლებსა და შვილებს შორის ძილის საკითხი უფრო და უფრო პრობლემატური გახდა. ბევრი მოზარდი სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში ისე კომფორტულად გრძნობს თავს, რომ რეალობაში დაბრუნებაზე თითქმის უარს აცხადებს და კომპიუტერთან ღამეებს ათენებს. ამას გარდა, ბავშვს ერღვევა ძილის რეჟიმი.
ამერიკელი ექიმების რეკომენდაციების თანახმად, 6-დან 12 წლამდე ბავშვებს უნდა ეძინოთ 9-12 საათი, 13-დან 18 წლამდე მოზარდებს - 8-10 საათი. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ მოზარდები ხშირად „ღამურები“ ხდებიან. ამას განვითარების თავისებურებას უწოდებენ. სწორედ ამ თავისებურებების გათვალისწინებით, ამერიკის პედიატრიის აკადემიის რჩევაა, რომ სკოლის გაკვეთილები 8:30 საათზე ადრე არ იწყებოდეს.
გახსოვდეთ, რომ სრულფასოვანი ძილი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ძილი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას, დასვენებული გონებით კი ადამიანი უფრო პროდუქტიული ხდება და თავს ბედნიერად გრძნობს.