izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
21 მარტი, 2019
„Izrune.ge თავისი სახელმწიფოებრივი, შემეცნებითი და დახვეწილი სტილით უპირობო ლიდერია“ - ლიდერი სკოლის დირექტორების შეფასებები

როგორც იცით, Izrune.ge- მ  მოსწავლეთა აქტიურობის მიხედვითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობით გამორჩეული, თბილისის ლიდერი სკოლები გამოავლინა.

და ახლა გვსურს, სკოლების ლიდერი მენეჯერების გამოცდილება სიამაყით გაგიზიაროთ.

თბილისის N117 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მეტონიძე:

izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება მეტად გააქტიურდა. ისეთი მშობლებიც კი ჩაერთნენ სასწავლო პროცესში და მთხოვეს პრომოკოდი, რომლებიც აქამდე ნანახიც არ მყავდნენ. ასე რომ, მიღწეული შედეგი ერთობლივი მუშაობისა და დამრიგებლების შრომის დამსახურებაა. პორტალთან ერთად მოსწავლეები მრავალმხრივ უნარს ივითარებენ, ყოველი ტესტის დღეს შეძენილი ცოდნის მობილიზებას ახდენენ და გონებას ავარჯიშებენ.“

თბილისის N173 საჯარო სკოლის დირექტორი ლია თუშური:

„იმდენად საინტერესო და მზრუნველ პროექტში ვართ ჩართულები, რომ წინსვლისა და წარმატების პროცესი ბუნებრივად, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე მიმდინარეობს. თავდაპირველად, მშობლებს ინფორმაცია მივაწოდეთ Izrune,ge-ს შესახებ და უკუკავშირმაც არ დააყოვნა. პორტალი გარე შეფასების ინსტრუმენტია, რომელიც მშობლებს შვილების განათლების დონისა და მისწრაფებების განსაზღვრის საშუალებას აძლევს. მასწავლებლებს ვთხოვე, მონიტორინგი ეწარმოებინათ პორტალში ჩართვამდე და გაწევრიანების შემდეგ არსებული შედეგებისა და წინსვლა ნამდვილად იგრძნობა. მოსწავლეებიც მეტად მოტივირებულნი გახდნენ, მოსწონთ მრავალმხრივი კითხვები და ახარებთ წამახალისებელი დიპლომები.“

თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე:

„ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად სასკოლო ცხოვრება უფრო მრავალმხრივი და საინტერესო გახდა. მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა და შედეგების გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად ვმუშაობთ. Izrune.ge ინდივიდუალურ-გუნდური და მამოტივირებელი მიდგომებით მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის ეფექტურად წარმოჩენასა და თანაკლასელების წარმატების გაზიარებას ასწავლის. საინტერესო ტესტები მშობლებისთვის შვილების ცოდნისა და მისწრაფებების შეცნობის საუკეთესო ინდიკატორია, მასწავლებლებისთვის კი პორტალი გარე შეფასების საშუალებაა, რათა საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებზე მორგებული მიდგომებითა და საჭირო მიმართულებით წარმართონ. “

თბილისის N208 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ კობახიძე:

„სასიხარულოა ლიდერთა შორის სკოლის ხილვა, თუმცა ვთვლი, რომ უკეთეს შედეგებზე გასვლა შეგვიძლია და ყოველდღიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მშობლებთან და მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე ერთობლივად ვზრუნავთ. წამახალისებელი მიდგომებით ბავშვებს სწავლის მოტივაცია აუმაღლდათ, პედაგოგებს კი საშუალება მიეცათ საჭირო მიმართულებით წარემართათ საგაკვეთილო პროცესი მეტი წარმატებისთვის.“

თბილისის N84 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაციკაძე:

Izrune.ge-სთან მიმართებაში სკოლაში პოზიტიური განწყობის გარდა არაფერი მესმის. მოსწავლეებსა და მშობლებს მოსწონთ შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი პორტალი, პედაგოგებიც შინაარსიანად აფასებენ მოცემულ ტესტებს და მათი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მივესალმები სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის მნიშვნელოვან, მზრუნველ წამოწყებას და მეტი აქტივობის, უკეთესი შედეგების იმედი მაქვს.“

თბილისის N62 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე შაბურიშვილი:

„მრავალ კონკურსსა და ოლიმპიადას შორის თავისი სახელმწიფოებრივი, შემეცნებითი და დახვეწილი სტილით Izrune.ge უპირობო ლიდერია. ჩვენს სკოლაში აკადემიური ხარისხი პრიორიტეტია. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ხოლმე ტესტების დღეს, დღეს, როდესაც მათი ცოდნა ჯამდება და პედაგოგების ეფექტური მუშაობა მტკიცდება. დიდი გამოხმაურება გვაქვს მშობელთა მხრიდანაც. ერთობლივი ძალებით, Izrune.ge-ს ირგვლივ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო და აქტიური ხდება, რისთვისაც მადლობას ვუხდით ბატონ გოჩასა და მთელ შემოქმედებით გუნდს.“

თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მელიქიძე:

Izrune.ge-მ სასკოლო ცხოვრება მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო გახადა. მოუთმენლად ელიან ტესტების დღეს და მოსულ საკითხებს კლასში, დამრიგებლებთან განიხილავენ. პორტალის ინდივიდუალურ- გუნდური მიდგომებით მოსწავლეებში ჯანსაღ კონკურენციასთან ერთად მეგობრული დამოკიდებულებები ჩამოყალიბდა, ერთმანეთის დიპლომებისა და წარმატების შემხედვარე, წინსვლის სტიმული უჩნდებათ და ძლიერი, განათლებული საერთო ფონი იქმნება კლასში. შვილების წარმატებას კი მშობლები ფეისბუქ გვერდზე აქტიურად აზიარებენ.“

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გაწეული ზრუნვისთვის და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს მათ.






რას ამბობენ ჩვენზე