izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
22 მარტი, 2019
„სუპერ“ მზრუნველობა საკუთარ და ერთმანეთის წარმატებაზე - „სუპერ კლასები“ Izrune.ge-ს აფასებენ

ყურადღება, ყურადღება... Izrune.ge- მ თებერვლის საუკეთესო „სუპერ კლასების“ რეიტინგი გამოაქვეყნა.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ყველაზე გონიერმა ბავშვებმა კარგად იციან, რომ კლასის წარმატება თითოეული მოსწავლის წინსვლაზეა დამოკიდებული. ამდენად, „მეგობრული კლასები“ ერთმანეთის დახმარებით „სუპერ კლასებად“ გადაიქცნენ და Izrune.ge-ს დიდი ოჯახი სიამაყით აავსეს.

შეგახსენებთ, რომ „მეგობრულ კლასს“ „სუპერ კლასის“ ტიტული ენიჭება, როდესაც შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით, კლასის თვის საშუალო ქულა 77 ან მეტია.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge წარმატებებს გისურვებთ და სიამაყით გაგაცნობთ ლიდერთა გამოცდილებას:

თბილისის N106 საჯარო სკოლის IIIე კლასის დამრიგებელი ელზა ჭიკაძე:

„მეგობრული კლასი“ რაც გავხდით, დავისახეთ მიზანი, რომ „სუპერ კლასის“ ტიტული მოგვეპოვებინა. ბავშვებისთვის ხუთშაბათი Izrune.ge-ს დღედ იქცა. მოუთმენლად ელიან ტესტებს და კლასში ვმსჯელობთ ხოლმე. ახლა მოსწავლეებს ვთხოვე, რომ იზრუნეს ტესტებიდან ბარათზე დაწერილი 3 კითხვა მოიტანონ, რომელსაც სპეციალურ ყუთში განვათავსებთ და საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას შემთხვევითობის პრინციპით ამოვიღებთ, განვიხილავთ და გავიმყარებთ ცოდნას. მისასალმებელია, რომ პორტალი მუდმივად სიახლეებს გვთავაზობს და აქტუალური გამოწვევების გადაჭრის გზებს გვთავაზობს. სწორედ ასეთია მშობელთა ჩართულობის საკითხი და ახლა „წიგნიერების დღე“, რომელსაც Izrune.ge ამკვიდრებს. პორტალმა განათლებისა და წარმატების ირგვლივ გაგვაერთიანა.“

IIIე კლასი ერთერთი „სუპერ“ წევრი ანა ხარატაშვილია, რომელიც თანაკლასელებთან ერთად Izrune.ge-ზე იზრდება და საკუთარ უნარებს მრავალმხრივ ავითარებს. დედა, ასმათ ჩიქოვანი ამბობს, რომ ზრუნვის პროცესში მთელი ოჯახი და სკოლა ერთვება და პორტალთან ერთად წარმატებული მომავალი ეზრდება ქვეყანას:

„შემეცნებისა და წარმატების საოცარი სტიმული იქმნება Izrune.ge-ზე. ანასთან ერთად მთელი ოჯახი აქტიურად ვერთვებით ტესტირებაში. ვხედავ რომ ჩემი შვილი მრავალმხრივ იზრდება და ვითარდება, თუნდაც, საკითხების ხმამაღლა კითხვით, საოცრად გაიუმჯობესა სამეტყველო უნარები. პორტალთან ერთად სასკოლო ცხოვრებაც გააქტიურდა და  მშობლები სასწავლო გარემოსა და პედაგოგებს მეტად დავუახლოვდით.“

თბილისის N71 საჯარო სკოლის Iა კლასის დამრიგებელი ლედი ელიაშვილი:

Izrune.ge სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართვითა და მოსწავლეთა მოტივირებით   ქვეყნის წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უყრის საფუძველს. ბავშვები ზარზეიმით ელოდებიან ტესტების დღეს, რომლის შემდეგაც აქტიურად განვიხილავთ მოსულ საკითხებს და ვიღრმავებთ ცოდნას.  „სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვება დიდი სტიმულია ჩვენთვის. კლასის წინსვლა თითოეული მოსწავლის წარმატებაზეა დამოკიდებული. ამდენად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და გავაუმჯობესებთ შედეგებს.“

Iა სუპერ კლასის მოსწავლის ნუცა მეყანწიშვილის დედის, ლია აროშიძის შეფასებით, izrune.ge კომპიუტერული რესურსის გამოყენებითა და მამოტივირებელი მიდგომებით თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს უწყობს ფეხს:

„ჩვენი შვილები ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად მრავალმხრივ უნარს ივითარებენ, სწავლობენ ლოგიკურ აზროვნებას და შემეცნებაში თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. ტესტები ძალიან აზარტული და საინტერესოა, აღსანიშნავია მამოტივირებელი მიდგომები - ბავშვებს ახარებთ ანიმაცია და დიპლომების მოპოვება. მშობლებიც მეტი ინტერესით ვერთვებით სასკოლო ცხოვრებაში და პედაგოგებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ შვილების წარმატებისთვის.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მექვაბიძე:

„სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციების დიდი გულშემატკივარია. ამაყები ვართ Izrune.ge-ზე მიღწეული წარმატებით, ამ შედეგზე კი მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგის ერთობლივი მუშაობით გავედით. ბავშვები ყოველთვის მოუთმენლად ელიან ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის“ დღეს, მათ ვისაც ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ, სკოლაში გადიან ტესტებს. შემდეგ გაკვეთილებზე განიხილავენ საკითხებს და იღრმავებენ ცოდნას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო დამრიგებლის როლი „სუპერ კლასის“ ჩამოყალიბებაში, კლასისა, სადაც Izrune.ge-ს ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით ძალიან ძლიერი და წარმატებული ახალი თაობა იზრდება.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს საჯარო სკოლის Iა კლასის დამრიგებელი შორენა გეწაძე:

„მოხარულნი ვართ „სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვებით და კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებთ მუშაობას. Izrune.ge-სთან პირველივე დღეებიდან აქტიურად ვთანამშრომლობ, მიყვარს ეს პორტალი თავისი ინოვაციური, შემეცნებითი და წამახალისებელი ფორმატით.  რაც მთავარია, პროექტის საშუალებით მშობლები აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და მოსწავლეები ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით, საკუთარ და ერთმანეთის წარმატებაზე ზრუნვით, მრავალმხრივ განვითარებულ, მოქალაქეობრივად მოაზროვნე პიროვნებებად ყალიბდებიან.“

„სუპერ კლასის“ ერთერთი მეგობრული მოსწავლე თემური ჭანტურიძეა, რომელსაც თანაკლასელების მსგავსად, პორტალის ანიმაცია, შემეცნებითი და სახალისო ტესტები ძალიან მოსწონს. მოუთმენლად ელოდება დიპლომის მოპოვებას და წარმატების მეგობრებისთვის გაზიარებას. ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მასზე დედა, ჟანა გიორგაძე ზრუნავს:

Izrune.ge თემურისა და მისი კლასის მრავალმხრივი განვითარებისა და წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მშობლები სკოლასთან ერთად აქტიურად ვერთვებით შემეცნების პროცესში და ვზრუნავთ შვილების ბედნიერ მომავალზე.“

თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  დირექტორი ელისო მურადაშვილი:

„მოსწავლეები საოცრად დიდი აქტივობითა და ოვაციებით ერთვებიან Izrune.ge-ში. ყველანაირად ვცდილობ, სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დამკვიდრებას შევუწყო ხელი. აქტიურად ვთანამშრომლობთ დამრიგებლები და მშობლები. „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ საგანგებოდ ვხსნი სკოლას, რადგან ყველამ შეძლოს ტესტების გავლა. აქტიურად ვბეჭდავთ წარმატების დიპლომებს და ვზრდით მოსწავლეთა მოტივაციას. წარმატება და ზრუნვა გადამდებია, ამდენად, ასეთ შედეგს რომ ხედავენ, სულ უფრო მეტად უჩნდებათ ჩართულობისა და წინსვლის სურვილი, რაც ძალიან მახარებს.“

თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  Iბ კლასის დამრიგებელი ნუნუ წიწილაშვილი:

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩვენი კლასისთვის „სუპერ კლასის“ტიტულის მონიჭება რამხელა სტიმულია. მშობლები ძალიან დაინტერესებულები არიან ინოვაციური პორტალით, ბავშვებიც ძალიან გონიერი და მონდომებულები მყავს და საოცარი მოლოდინი აქვთ ტესტებისა. izrune.ge-სთან ერთად მოსწავლეები მრავალმხრივ მოაზროვნე და წარმატებულ ადამიანებად აღიზრდებიან. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ბრძოლას „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად.“

Iბ „სუპერ კლასის“ მოსწავლის, ბარბარე აბულაძის მშობელი ირმა გვენეტაძე ამბობს, რომ izrune.ge- სასკოლო ცხოვრება მეტად საინტერესო გახადა და შვილის სასწავლო პროცესში დიდი მონდომებით ერთვება:

„მახარებს ბარბარეს კლასის წარმატება და სკოლასთან თანამშრომლობით მშობლები ყველაფერს გავაკეთებთ მეტი წინსვლისთვის. 3 შვილი მყავს და სამივე ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის დიდი ოჯახის აქტიური წევრია. მოუთმენლად ელიან ტესტების დღეს და განსაკუთრებით მამოტივირებელი დიპლომები ახარებთ.“

Izrune.ge სიამაყით გთავაზობთ თებერვლის საუკეთესო „სუპერ კლასების“ რეიტინგს:



იხილეთ ფოტოები



რას ამბობენ ჩვენზე