მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
როგორც იცით, Izrune.ge- მ თებერვლის საუკეთესო „სუპერ კლასების“ რეიტინგი გამოაქვეყნა.
„მეგობრული კლასები“ ერთმანეთის დახმარებით „სუპერ კლასებად“ გადაიქცნენ და Izrune.ge-ს დიდი ოჯახი სიამაყით აავსეს.
შეგახსენებთ, რომ „მეგობრულ კლასს“ „სუპერ კლასის“ ტიტული ენიჭება, როდესაც შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით, კლასის თვის საშუალო ქულა 77 ან მეტია.
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გაწეული ზრუნვისთვის და ლიდერთა გამოცდილებას სიამაყით გაგაცნობთ:
თბილისის N106 საჯარო სკოლის Iბ კლასის დამრიგებელი მარინე კუპატაძე:
„Izrune.ge-მ წარმატებას მიგვაჩვია, „სულ ველოდებით“... სლოგანი მოსწავლეების მოფიქრებულია, რომ ვკითხე რას ელოდებით-მეთქი, მიპასუხეს იზრუნეს ტესტებსო. ყოველი პარასკევი საკითხების განხილვის დღეა კლასში. ბავშვებმა სიხარულით დაიწყეს სწავლა და მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში. პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით „სუპერ კლასის“ ტიტული მოვიპოვეთ და ახლა მეტი წარმატებისთვის ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას.“
ნონა ცეცხლაძე 1ბ „სუპერ კლასის“ მეგობრული მოსწავლის, მარიამ კომლაძის მშობელია. დედა-შვილი მოუთმენლად ელის ხოლმე ტესტების დღეს, სახალისო და მამოტივირებელი კითხვებით კი სწავლის პროცესი მეტად სახალისო და საინტერესო ხდება:
„ძალიან მომწონს პორტალის მრავალმხრივი კითხვები და წამახალისებელი მიდგომები, რომლებიც მარიამს სწავლას აყვარებს და წარმატებას აჩვევს. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური და გუნდური მიდგომები, რადგან განათლებულ და წინსვლაზე ორიენტირებულ, მეგობრულ და მზრუნველ გარემოში ბავშვები მართლაც ძალიან ბევრს მიაღწევენ. სკოლამ საშუალება მოგვცა, რომ Izrune.ge ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო და საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის აგვეწყო ფეხი. მახარებს „სუპერ კლასის“ ტიტული და მომავალი წარმატებების მჯერა.“
თბილისის N142 სკოლის IIა კლასის დამრიგებელი ლელა არჩვაძე:
„სიამაყით ვატარებთ „სუპერ კლასის“ ტიტულს და წინსვლის მეტი მოტივაცია გვაქვს. მშობლებთან და მოსწავლეებთან აქტიური თანამშრომლობით გავედით ამ შედეგზე და Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება ნამდვილად გააქტიურდა. მოუთმენლად ველით ტესტების დღეს და შემდეგ კლასში განვიხილავთ მოსულ საკითხებს. ბავშვები ცოდნასა და წარმატებას სიხარულით უზიარებენ ერთმანეთს. ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები კლასის შედეგებსა და სამომავლო წინსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.“
სანდრო შეყილაძე IIა „სუპერ კლასის“ ერთერთი წარმატებული მოსწავლეა, რომელიც მეგობრებთან ერთად მოუთმენლად ელის ხოლმე ტესტების დღეს და გამოცდილებასა თუ წარმატებას კლასელებს სიამაყით უზიარებს. დედა, ეკატერინე ასანიძე ამბობს, რომ Izrune.ge-ს ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები მოსწავლეთა მომავალი წარმატებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია:
„სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით სანდროსთვის სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა. ყოველ ხუთშაბათსა და „შვილების განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ განსაკუთრებით ველოდებით, გვერდით ვუზივარ, მაგრამ არასდროს ვეხმარები. მინდა, დამოუკიდებლად აზროვნებას მიეჩვიოს და საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს. მახარებს კლასის წარმატება და ვთვლი, რომ განათლებაზე ორიენტირებული მეგობრები, მშობლები და სკოლა Izrune.ge-სთან ერთად ქვეყნის ბედნიერ მომავალს უყრის საფუძველს.“
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის III კლასის დამრიგებელი განგა ჭუჭუხაშვილი:
„სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვება ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის. ერთობლივმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ახლა უფრო დიდი სტიმულით გავაგრძელებთ წინსვლას. მოსწავლეებს შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტები ძალიან მოსწონთ, მოუთმენლად ელიან ხოლმე ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, როდესაც კვირაობით საგანგებოდ ვაღებ სკოლას, რათა ინტერნეტრესურსის არქონის გამო არ გამოაკლდნენ ტესტებს. ბავშვების ინტერესს რომ ხედავენ, მშობლებიც დიდი მონდომებით ერთვებიან Izrune.ge-ზე და ერთობლივი ძალებით ვზრუნავთ კლასისა და სასკოლო ცხოვრების განვითარებაზე.“
III „სუპერ კლასის“ ერთერთი მეგობრული მოსწავლე გიგა ხიმშიაშვილია, მას განსაკუთრებით ხელოვნება იტაცებს და ძალიან უხარია, როდესაც იზრუნეს ტესტებში საინტერესო ვიზუალური მასალა და კითხვები ხვდება. მოუთმენლად ელის შედეგების გაგებასა და დიპლომის მოპოვებას, შემდეგ კი გამოცდილებასა და წარმატებას კლასელებს უზიარებს. დედა, ლელა დავითაძე ამბობს, რომ Izrune.ge-სთან ერთად გიგა მრავალმხრივ იზრდება და ვითარდება:
„ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად გიგასთვის შემეცნების პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდა. იზრუნეს მრავალმხრივი კითხვები საგნობრივ ცოდნასთან ერთად ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს და მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილების უნარს უყალიბებს ბავშვებს. მახარებს გიგას კლასის წარმატება, რადგან წინსვლაზე ორიენტირებულ გარემოში ჩემი შვილი მეტად განათლებული და წარმატებული იქნება. მადლობა Izrune.ge-სა და სკოლას, რომ შვილების ბედნიერ მომავალზე განსაკუთრებულად ზრუნვის საშუალებას გვაძლევს.“
თბილისის N173 საჯარო სკოლის IVვ კლასის დამრიგებელი მაია ხარატი:
„მეგობრული კლასის“ ტიტულის მოპოვების შემდეგ „სუპერ კლასის“ წოდებისთვის დავიწყეთ აქტიური მუშაობა და მიზანსაც მივაღწიეთ. მშობელთა სისტემური ჩართულობითა და მოსწავლეთა მონდომებით განსაკუთრებულად ველით ხოლმე ტესტების დღეს, შემდეგ კი კლასში განვიხილავთ მოსულ საკითხებს და ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. Izrune.ge-ს ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომების წყალობით ბავშვები მუდმივად ცდილობენ კარგად ისწავლონ და ერთმანეთსაც დაეხმარონ, რადგან კლასის წარმატება თითოეული მოსწავლის წინსვლაზეა დამოკიდებული.“
IVვ „სუპერ კლასის“ ტყუპი მოსწავლეები მარიამ და ლუკა მამულაშვილები ტესტების დღეს მოუთმენლად ელიან და ახსენებენ დედას. ნინო ჯიქიას თქმით, ბავშვებს შემეცნებითი და სახალისო კითხვები ძალიან მოსწონთ და Izrune.ge-სთან ერთად სწავლის პროცესი უფრო სახალისო ხდება:
„ვერ წარმოიდგენთ ისე ელიან ხოლმე ტესტების დღეს, თან მახსენებენ, მალე მოდი, ჩვენზე ზრუნვა არ დაგავიწყდესო. მოტივირებულნი და კონცენტრირებულნი არიან კითხვებზე, ერთმანეთს მშვიდად აცდიან საკითხების გავლას და ახარებთ წარმატების დიპლომების მოპოვება. „სუპერ კლასის“ ტიტული არა მხოლოდ ჩემი შვილების, არამედ მთელი კლასის განათლებასა და წინსვლაზე მეტყველებს, რაც ძალიან სასიხარულოა. მშობლებიც მეტი ინტერესით ვერთვებით სასკოლო ცხოვრებაში და მასწავლებლებთან ერთად ვზრუნავთ ქვეყნის ბედნიერ მომავალზე.“
Izrune.ge სიამაყით გთავაზობთ თებერვლის საუკეთესო „სუპერ კლასების“ რეიტინგს: