izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
30 მარტი, 2019
„Izrune.ge საგანმანათლებლო აზარტია, ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი - დღესასწაული“ - ვანის N2 საჯარო სკოლა ინოვაციებს აფასებს

Izrune.ge-ს ღირსეულ თანამოაზრეთა შორის ერთერთი საპატიო ადგილი ვანის N2 საჯარო სკოლასა და მის ლიდერ დირექტორს, თეონა ადეიშვილს უჭირავს.

წარმატებული მენეჯერი გამოცდილ და პროფესიონალ პედაგოგებთან და რა თქმა უნდა, აქტიურ მშობლებთან ერთად სასკოლო ცხოვრების განვითარებასა და მოსწავლეთა წინსვლაზე  Izrune.ge-ს ინოვაციური მიდგომებით ზრუნავს.

და ახლა მზრუნველი სკოლა მზრუნველ გამოცდილებას გვიზიარებს.

ვანის N2 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი თეონა ადეიშვილი:

„მშობლებს ხშირად ვეუბნები, რომ Izrune.ge მათი შვილების ცოდნის ინდიკატორია, რომ ეს პორტალი სწავლის მოტივაციას ზრდის და სასკოლო ცხოვრებაში ოჯახების სისტემურ ჩართვას უზრუნველყოფს. არიან მშობლები, რომლებსაც ყოველდღიურად ვერ ახერხებენ სკოლაში მოსვლა, Izrune.ge-სთან ერთად კი სკოლის პულსაციაზე უდევთ ხელი და თვალს ადევნებენ შვილების განვითარების დონეს. ინდივიდუალური, საგნობრივად შეწონილი და მეთოდოლოგიურად გამართული ტესტები, რომლებიც Izrune.ge -სგან ყოველ ხუთშაბათს მიეწოდებათ მოსწავლეებს, მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი მზრუნველობის დღესასწაულია.

Izrune.ge საგანმანათლებლო აზარტია, ოჯახებს მისდით შეტყობინება -„არ დაგავიწყდეთ შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“, შემდეგ გადიან მამოტივირებელ ტესტებს, იღებენ წამახალისებელ დიპლომებს და წარმატებისთვის ყოველკვირეულად ემზადებიან.

ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან გრძელვადიანი პერსპექტივები გვაქვს. მჯერა, მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ტესტებში, „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვება არ გაუჭირდებათ. ამასთან, იქნებიან  გამოცდებთან ადაპტირებულნი და ტესტი მათთვის სტრესთან აღარ იქნება დაკავშირებული. Izrune.ge ცოდნის დაგროვებაში, გამოყენებაში, სინთეზსა და ანალიზში დაეხმარება მომავალ თაობას.“

ვანის N2 საჯარო სკოლის III ბ კლასის დამრიგებელი ლელა დვალიშვილის შეფასებით, Izrune.ge-სთან ერთად მშობლები სასკოლო ცხოვრებაში მეტი აქტივობითა და ინტერესით ერთვებიან და საინტერესო ტესტები მოსწავლეთა წინსვლის მოტივაციას ზრდის:

„მეორე წელია, რაც ჩემი მოსწავლეები Izrune.ge-ს დიდ ოჯახს აქტიურად და წარმატებით უერთდებიან. ამ დროის გამოცდილებით, შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო ტესტებით ბავშვებს სისტემაში მოჰყავთ საკუთარ ცოდნა, დამოუკიდებლად აზროვნებას სწავლობენ და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს ივითარებენ. შვილების წინსვლას მშობლებიც ხედავენ და მეტი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, ხშირად განვიხილავთ მოსულ ტესტებს, ვიძიებთ დამატებით ინფორმაციებს და ვიღრმავებთ ცოდნას. მშობლები ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ნათლად ხედავენ შვილის განათლების დონესა და მისწრაფებებს, საზღვრავენ , რა მიმართულებითაა სწავლება გასაძლიერებელი და ერთობლივი ზრუნვითა და მუშაობით ვაუმჯობესებთ შედეგებს.“

IIIბ კლასის ერთერთი წარმატებული მოსწავლე გიორგი თვალაბეიშვილია. მასზე განსაკუთრებულად მამა, რომეო თვალაბეიშვილი ზრუნავს. ოჯახი მოუთმენლად ელის ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. მამის შეფასებით, გიორგი Izrune.ge-სთან ერთად მრავალმხრივ ვითარდება და სწავლისადმი მოტივაციაც ეზრდება:

„განსაკუთრებით მომწონს იზრუნეს სააზროვნო კითხვები, მათემატიკური ნაწილი, რომელიც გიორგისგან სწრაფ ანგარიშსა და სხარტ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მაქსიმალურად ვცდილობ, არ ჩავერიო პასუხებში, მინდა, დამოუკიდებლად აზროვნებას მიეჩვიოს და საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს. Izrune.ge კომპიუტერული რესურსების შემეცნების კუთხით გამოყენებას ასწავლის ახალგაზრდებს, სახალისოს ხდის სწავლის პროცესს და თავდაჯერებულობას მატებს მოსწავლეებს.“

ვანის N2 საჯარო სკოლის IIა კლასის დამრიგებლის, თეა ნიკოლეიშვილის თქმით, Izrune.ge-ს ზრუნვა და წარმატება გადამდებია და პორტალთან ერთად მრავალმხრივ განვითარებული მომავალი ეზრდება ქვეყანას:

„ჩვენი კლასიდან, თავდაპირველად, რამდენიმე მოსწავლე ჩაერთო. ტესტების გავლის შემდეგ გაკვეთილზე რომ მოვიდნენ და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს, დანარჩენმა მოსწავლეებმაც სთხოვეს მშობლებს პორტალში ჩართვა, მას შემდეგ კი ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ დიდი სიხარულით ველით. Izrune.ge მომავალი თაობის წარმატებაზე ზრუნავს და პედაგოგებსა და მშობლებს დიდ პასუხისმგებლობას გვმატებს საქვეყნო საქმის წინაშე. ინდივიდუალურ და მამოტივირებელ ტესტებთან ერთად მოსწავლეები მრავალმხრივ ვითარდებიან, ცოდნის ეფექტურად გამოვლენას ეჩვევიან და მომავალი წინსვლისთვის ემზადებიან.“

IIა კლასის ერთერთი წარმატებული მოსწავლეა თენგო ცხადაშვილი, რომელიც შემაჯამებელ ტესტს დედასთან, სალომე ადეიშვილთან ერთად გადის. ყველაზე მეტად იზრუნეს ანიმაცია მოსწონს და დიპლომების მოპოვება ახარებს. დედის შეფასებით, თენგო Izrune.ge-სთან ერთად ყოველკვირეულად იზრდება და წარმატებისთვის საჭირო უნარებს ივითარებს:

„მახარებს და მადლობელი ვარ, რომ სკოლამ ინოვაციური პორტალით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. Izrune.ge მრავალმხრივი უნარების განვითარებასა და მოზარდის მოტივირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მშობლებიც მეტი აქტივობით ვერთვებით სასკოლო ცხოვრებაში და პედაგოგებთან ერთად ვზრუნავთ შვილების ბედნიერ მომავალზე. პორტალთან ერთად სწავლის პროცესი მეტად საინტერესო და სახალისო გახდა თენგოსთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს კლასს, სკოლასა და Izrune.ge-ს, რომელიც ძალიან შეგვიყვარდა.“

იხილეთ ფოტოები



რას ამბობენ ჩვენზე