მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიამ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს უმასპინძლა.
შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად.
აუდიტორიისთვის Izrune.ge-ს ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები, მასშტაბურობა და შედეგები საკუთარი მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლების მაგალითზე კარგად იყო ცნობილი, ამდენად, შეხვედრა მზრუნველ გარემოში წარიმართა, სადაც თანამოაზრეებმა ერთმანეთს წარმატებული გამოცდილება და სამომავლო ხედვები გაუზიარეს.
სამცხე-ჯავახეთის მოსწავლეებისა და მათი ოჯახების თხოვნით, Izrune.ge ინოვაციური მიდგომებით არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის შესწავლას მეტად საინტერესოს და ხელმისაწვდომს ხდის და ამ კუთხით მუშაობას აძლიერებს.
„მრავალეროვანი საქართველოს სახელმწიფო ენა - პერსპექტივა ყველასთვის“ - Izrune.ge-ს შეთავაზებული პროექტის ირგვლივ მთელი სამცხე-ჯავახეთი ერთიანდება და მზრუნველი თანამოაზრეობით მრავალფეროვანი საქართველოს ბედნიერ მომავალს ქმნის.
იხილეთ ფოტოები