იზრუნე ტესტები
მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ განათლების სფეროს წარმომადგენლებს საპატრიარქოში უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2019 წლის 15 ივნისს დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებას „საქართველოს საგანმანათლებლო ფესტივალი – იზრუნე მომავალზე“ და საგანმანათლებლო ინოვაციურ პორტალ izrune.ge-ს.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რეგიონების რწმუნებულები, რეგიონების საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმატებული ხელმძღვანელები და თბილისის გამორჩეული სკოლების დირექტორები.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პროექტის ავტორი და გულშემატკივრები დალოცა და წარმატებები უსურვა.