izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
06 აპრილი, 2019
პატარა „იზრუნელების“ ოქროს წარმატება - გაიცანით ყველაზე მეტი „ოქროს დიპლომის“ მფლობელი მოსწავლეები

Izrune.ge თავისი ოჯახის წევრებზე ზრუნვასა და მათი წინსვლის წახალისებას არასდროს წყვეტს და მიღწეული წარმატებების შესახებ ყოველთვის სიამაყით გამცნობთ.

ამჯერად, ჩვენი სტატიის მთავარი გმირები ყველაზე მეტი „ოქროს დიპლომის“ მფლობელი მოსწავლეები არიან. და ახლა პატარა „იზრუნელები“ აქტიურ მშობლებთან, წარმატებულ დამრიგებლებთან და ლიდერ დირექტორებთან ერთად მზრუნველ გამოცდილებას გვიზიარებენ.

მესტიის N3 საჯარო სკოლაში ყველაზე მეტი ოქროს დიპლომის მფლობელი და-ძმა ნაკანები სწავლობენ. დავითს 13, ხოლო თამარს 12 დიპლომი აქვს მოპოვებული. მათ განათლებაზე მთელი ოჯახი და სკოლა, განსაკუთრებით კი მამა, გიორგი ნაკანი ზრუნავს:

Izrune.ge ოჯახს, ბავშვსა და სკოლას შემეცნების ირგვლივ წარმატებით აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ პორტალი ბავშვებს უყვართ და საინტერესო ტესტებით ხალისით სწავლობენ. ჩემი შვილები მოუთმენლად ელიან ხოლმე ტესტების დღეს, ხშირად გვაქვს დისკუსია და აქტიურად განიხილავთ საკითხებს, ვიძიებთ დამატებით მასალას. პორტალთან ერთად ბავშვები ლოგიკურ აზროვნებას ივითარებენ და შედეგებს აუმჯობესებენ. თანაც, სკოლის ჩართულობის წყალობით, Izrune.ge ყველა ოჯახისთვის ღია და ხელმისაწვდომია.“

მესტიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია გოშთელიანი ამაყია თავისი მოსწავლეების წარმატებით და Izrune.ge-ს ინოვაციურ მიდგომებს მზრუნველობით იზიარებს:

Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება და საზოგადოება მეტად ერთიანი და აქტიური გახდა. მშობლები შვილების სასწავლო პროცესში ჩაერთნენ და პედაგოგებთან უფრო ეფექტური კომუნიკაცია აქვთ, მოსწავლეებს კი შემეცნების მოტივაცია აუმაღლდათ და გაკვეთილებსაც მეტი ხალისით სწავლობენ. მახარებს დავითისა და თამარის წარმატება, ნამდვილად მაღალი აკადემიური მოსწრების, ძალიან პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული მოსწავლეები არიან. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მეტი წინსვლისთვის საგანმანათლებლო ინოვაციებთან ერთად.“

დავითის დამრიგებლის, ეკა ნაკანის შეფასებით, მოსწავლეები Izrune.ge-სთან ერთად მეტი ხალისით სწავლობენ და წარმატებებს ეჩვევიან:

„მახარებს დავითისა და მისი თანაკლასელების წარმატება Izrune.ge-ზე. კლასში დიპლომების კედელი გვაქვს, სადაც მეტი მოტივაციისა და წინსვლისთვის ბავშვების მიღწევებია გამოფენილი. მშობლებთან ერთად აქტიურად ვერთვებით საგანმანათლებლო სიახლეებში და ყოველი ტესტის შემდეგ, საკითხების განხილვით ვიღრმავებთ ცოდნას. დავითი არაჩვეულებრივი მოსწავლეა, ძალიან ნიჭიერი, მოწესრიგებული და მიზანდასახული. ვულოცავ მას მიღწეულ შედეგებს და მეტ წინსვლას ვუსურვებ.“

თამარის დამრიგებელი დოდო ჯაფარიძე მოხარულია მოსწავლის წარმატებით და ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად აქტიურად განაგრძობს ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვას:

Izrune.ge-ში ჩემი მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით ერთვებიან. პორტალი მათ დამოუკიდებლად მუშაობას ასწავლის, ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს და წინსვლის მოტივაციას აძლევს. ხშირად განვიხილავთ მოსულ საკითხებს კლასში და ვიღრმავებთ ცოდნას პროგრამული თუ ზოგადი განათლების კუთხით. თამარი საოცარი გოგონაა, არასდროს მოვა მოუმზადებელი გაკვეთილზე, გონიერია და მოწადინებული. ძალიან კარგი მშობლები ჰყავს, მრავალშვილიან ოჯახში იზრდება და მათთვის განათლება პრიორიტეტია.“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ლიზი ნიკოლაიშვილი 12 ოქროს დიპლომის მფლობელია. მას ილუსტრირებული კითხვები, დიპლომების მოპოვების პროცესი და წამახალისებელი შეძახილი მოსწონს.

ლიზიზე განსაკუთრებით დედა და კლასის დამრიგებელი, ირმა სანიკიძე ზრუნავს. ორივე პროფესიაში წარმატებული მშობელი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და განსაკუთრებით ვცდილობთ, საგანმანათლებლო ინოვაციებს ავუწყოთ ფეხი, რომ მოსწავლეები თანამედროვე მიდგომებს არ ჩამორჩნენ. Izrune.ge-სთან ერთად შემეცნებისა და წარმატებისკენ გზა ბავშვებისთვის მეტად სახალისო და მამოტივირებელი გახდა. მოუთმენლად ველით ხოლმე ტესტების დღეს, შემდეგ განვიხილავთ საკითხებს და ყოველკვირეულად ვაუმჯობესებთ შედეგებს. როგორც დედა და როგორც დამრიგებელი ვთვლი, რომ პორტალთან ერთად მოზარდი მრავალმხრივ ვითარდება და საგნობრივ ცოდნასთან ერთად ლოგიკურ აზროვნებას სწავლობს. მთელი ოჯახი დიდი ინტერესით ვერთვებით ლიზის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაში და გვსურს, რომ საქართველოს განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა ჰყავდეს.“

ზემოხეთის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორის, ვასილ ნიკოლაიშვილის შეფასებით, Izrune.ge ოჯახისა და სკოლის დაახლოების საუკეთესო და თანამედროვე საშუალებაა:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მაგრამ ყოველთვის უწყობს თანამედროვე გამოწვევებს ფეხს და აქტიურად თანამშრომლობს Izrune.ge-სთან, პორტალთან, რომელიც მშობლებს სასკოლო ცხოვრებასთან აახლოებს და მოსწავლეებს წინსვლის მოტივაციას უზრდის. შემეცნებითი და სახალისო ტესტები არა მხოლოდ ბავშვებს, მეც მიტაცებს და გულწრფელად ვიზიარებ ჩემი მოსწავლეების წარმატებას. ლიზი გონიერი და დინჯი გოგონაა, დაფიქრებული პასუხებითა და საკითხის თავისებური, ახლებური აღქმით გამოირჩევა. მზრუნველ პროექტთან და მშობლებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მეტი წინსვლისთვის.“



რას ამბობენ ჩვენზე