05 აპრილი, 2019
როგორ უნდა მიხვდეს მშობელი რომ ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს - 4 შესაძლო ნიშანი
მშობლებს ზოგჯერ ყურადღების მიღმა რჩებათ ის ნიშნები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს აქვთ. Izrune.ge გთავაზობთ რამდენიმე შესაძლო ნიშანს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ აქვს თუ არა თქვენს შვილს აუტისტური სპექტრის აშლილობა.
ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის თქმით, აუტიზმის ძირითადი ნიშნებია:
- მეტყველების დარღვევა და განვითარების შეფერხება
- კომუნიკაციის დარღვევა - ბავშვი ენას კომუნიკაციისთვის ვერ იყენებს, უჭირს იმიტაცია. უფროსის მეტყველებას არ აქცევს ყურადღებას, კითხვაზე არ პასუხობს. კითხვას იმეორებს იმავე ინტონაციით. აუტისტური სპექტრის აშლილობათა მქონე ბავშვები რომლებსაც აქვთ სამეტყველო პროდუქცია და ლაპარაკობენ, მეტყველებას ურთიერთობისთვის არ იყენებენ;
- სოციალური ინტერაქცია – ბავშვი ვერ ახერხებს სხვა ბავშვებსა და უფროსებთან ურთიერთობის დამყარებას. არ იჩენს ინიციატივას. თუ სხვამ გამოიჩინა ინიციატივა, შესაძლოა, არ აჰყვეს. არ შეუძლია წარმოსახვითი – „ვითომ“ თამაში, უჭირს თვალით კონტაქტი, ემოციის და აზრის ურთიერთგაცვლა.
- შეზღუდული ინტერესები – აკვიატება, სტერეოტიპული ქცევა ახასიათებთ. აუტიზმისთვის ეს არის სტერეოტიპული მოქმედებებია: ხელების სპეციფიკური ქნევა, მზერის სხვადასხვა მხარეს მიმართვა, სხვადასხვა პოზის განმეორებითი მიღება, საგნების ამოჩემება. ასევე ახასიათებთ კოლექციონერის ტიპის ვიწრო ინტერესები. მაგალითად, ბავშვს მოსწონს მხოლოდ მატარებლები ან მხოლოდ დინოზავრები, იცის ყველა მათგანის სახელი, კვების, ცხოვრების თავისებურებები და ა.შ. სხვა ინტერესები კი არ გააჩნია.
თუმცა, ამ ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ თქვენს შვილს აუცილებლად აუტისტური სპექტრი აქვს. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.