მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ახალქალაქი ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს მასპინძლობს.
პროექტის მთავარი მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს თერეზა ჩივჩიანთან ერთად Izrune.ge-ს ირგვლივ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
ტრენინგი 3 დღეს მოიცავს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას, მზრუნველი გამოცდილების გაზიარებასა და განათლებული ახალი თაობის წახალისება- ხელშეწყობას მოიაზრებს.
ახალქალაქის სკოლების წარმატებულ დირექტორებთან შეხვედრა სამუშაო ფორმატში, არსობრივი და ტექნიკური საკითხების გაცნობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
Izrune.ge-ს მთავარი მიზანი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოვება, მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაა, ამ პროცესში კი ახალქალაქი დიდი აქტივობითა და წარმატებით ერთვება.