მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
„2018-2019 წლის ხობის ეტალონი მოსწავლე“ ანი ბერაია
გახდა პირველი მაისის საჯარო სკოლიდან.
წარმატებული სკოლის ლიდერი დირექტორი კობა კვიკვინიაა, რომელიც „ეტალონთან“ და ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-სთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს გვიზიარებს:
„ეტალონში“ გამარჯვება სკოლისთვის დიდი სიამაყეა. ეს არის მოსწავლეთა და პედაგოგთა ინტელექტის, შრომის დაფასება და მოტივაცია, რომ მეტ წარმატებას მივაღწიოთ. ჩემპიონატში ახალგაზრდები კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას სწავლობენ, აჯამებენ საგნობრივ და არაფორმალურ განათლებას და ლოგიკურ აზროვნებას ეჩვევიან.“
- „ეტალონი“საგანმანათლებლო აზარტია, რომლის 15 წლიან გამოცდილებაზეც ყველასათვის ხელმისაწვდომი, სახალისო და მამოტივირებელი Izrune.ge შეიქნა. ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანებით ქვეყნის განათლებულ და წარმატებულ მომავალს უყრის საფუძველს. პორტალში ჩართულობასა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით კლასის დამრიგებლებსა და აქტიურ მშობლებს. ჩვენ ვგულშემატკივრობთ საგანმანათლებლო ინოვაციებს და Izrune.ge-ში მეტი ჩართულობისა და წარმატების იმედი გვაქვს. პორტალი „ეტალონ“ მოსწავლეებს აღგვიზრდის.