izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
18 აპრილი, 2019
უშუალო მზრუნველობა თითოეული მოსწავლისთვის ცალ-ცალკე და მთელი სკოლისთვის ერთად - ინტერვიუ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ლიდერ დირექტორთან

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლას გამორჩეულად მზრუნველი და წარმატებული დირექტორი ჰყავს.

იზოლდა გოგოლაძე მცირეკონტიგენტიანი სკოლის განვითარებისა და წინსვლისთვის თავის გუნდთან ერთად დაუღალავად მუშაობს და მუდმივად ცდილობს, თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს აუწყოს ფეხი.

ინოვაციური სიახლეების გასაზიარებლად გამორჩეულად მზრუნველმა დირექტორმა Izrune.ge-ს წარმატებული გზა აირჩია. ინტერნეტთან წვდომის პრობლემისა თუ სხვა შეფერხებების მიუხედავად მან ყველა გზას მიმართა, რომ შემეცნებითი, მამოტივირებელი და სახალისო ტესტები თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

„ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთმანეთთან დაახლოვება არსებითად მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ბედნიერ მომავალზე და განათლებული, მიზანსწრაფული ახალგაზრდები წარმოვაჩინოთ, წავახალისოთ. Izrune.ge ამ კომპონენტების გაერთიანებას წარმატებით ახერხებს და ჩვენც დიდი ინტერესითა და აქტივობით ვერთვებით პორტალში. სკოლისა და Etaloni.ge-ს თანამშრომლობით მზრუნველი ტესტები თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდა. რა თქმა უნდა, არის გარკვეული შეფერხებები, მაგრამ მიზნის დასახვისა და მონდომების შემთხვევაში, ყველაფერი მოგვარებადია. მაგალითად, მშობლებმა არ იცოდნენ როგორ დარეგისტრირებულიყვნენ პორტალში და თითოეულ მათგანს უშუალოდ მე დავეხმარე. ამასთან, ყველა ოჯახს არ აქვს ინტერნეტთან წვდომის საშუალება, სწორედ ამიტომ, ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ სკოლის კარი მოსწავლეებისა და მშობლებისთვის გამორჩეული მზრუნველობით იღება,-“იზოლდა გოგოლაძე.

-  თქვენი შეფასებით, რა მხრივაა მნიშვნელოვანი Izrune.ge-ში ჩართულობა სასკოლო საზოგადოების თითოეული რგოლისთვის (ოჯახის, ბავშვისა და სკოლისთვის) ცალ-ცალკე და ერთად?

  • პორტალის საშუალებით მოსწავლე ობიექტურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობს და წამახალისებელი მიდგომებით წინსვლის მოტივაცია უჩნდება.
  • მშობელი ტესტების საშუალებით მუდმივად ადევნებს თვალს შვილების განათლება-განვითარების დონეს, ნათლად ხედავს მის სუსტ და ძლიერ მხარეებს და აქტიურ კომუნიკაციას იწყებს პედაგოგთან
  • მასწავლებელი Izrune.ge-სთან ერთად დამოუკიდებელი მექანიზმით აჯამებს გაწეულ მუშაობას და მოსწავლეების უნარებს საჭირო მიმართულებით ავითარებს.

შედეგად, ვიღებთ ერთიან, წარმატებულ სასკოლო საზოგადოებას, რომელიც შემდეგ ქვეყნის ბედნიერ მომავალს ქმნის...



რას ამბობენ ჩვენზე