izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
20 აპრილი, 2019
„ჩვენზე მზრუნველი Izrune.ge”- გაიზიარეთ თბილისის N106 საჯარო სკოლის III ბ „სუპერ კლასის“ წარმატება

ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისის N106 საჯარო სკოლა მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და წარმატებული შედეგებით გამოირჩევა.

ამჯერად, გვსურს N106 სკოლის მე-3(ბ) კლასის გამოცდილება სიამაყით გაგიზიაროთ და „სუპერ კლასის“ სუპერ მზრუნველობაზე მოგიყვეთ.

N106 სკოლის მე-3(ბ) კლასის დამრიგებელი ხათუნა გასიტაშვილი:

„ვფიქრობ, izrune.ge-ს მსგავსი პროექტები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მაღლდება როგორც მოსწავლეთა, ასევე მშობელთა მოტივაცია. izrune.ge ოჯახს, ბავშვსა და სკოლას აერთიანებს. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, რათა ტესტირების საშუალებით შეაჯამონ საკუთარი ცოდნა და მოიპოვონ შესაბამისი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები. ამ მხრივ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ჩართულობა ძალზე მაღალია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის დირექტორს ბატონ თენგიზ გულორდავას და პედაგოგებს.

ჩემი კლასი უკვე მეორედ გახდა „სუპერ კლასი“. ამ ტიტულს ბავშვები დიდი სიხარულითა და ყიჟინით შეხვდნენ. ჩვენი სლოგანია: „ჩვენზე მზრუნველი izrune.ge.” დიახ, ეს პროექტი ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენ კი ბოლომდე ვიბრძოლებთ „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად!

ჩვენ გვიყვარს 106 სკოლა! ჩვენ გვიყვარს izrune.ge!“

N106 სკოლის მე-3(ბ) კლასის მზრუნველი მშობლები:

„მზრუნველი მამის“ ტიტულის მფლობელი ლევან კურტანიძე:

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტს izrune.ge, რომელმაც საშუალება მოგვცა მთელი ოჯახი ჩავრთულიყავით ბავშვის აღზრდა-განათლების საქმეში. ის მართლაც რომ ერთადერთი პროექტია, სადაც მშობლის ჩართულობა მაღალია. დიდი მადლობა N106 სკოლის დირექტორს, რომელმაც იზრუნა თავისი სკოლის აღსაზრდელებზე და საშუალება მისცა ყველას, სიმბოლურ ფასად ეზრუნათ ქვეყნის ბედნიერ მომავალზე.

მთელი ოჯახი მოუთმენლად ველით izrune. ge-ს ტესტებს. ოჯახურ რიტუალად გვექცა. ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი მეტი იკითხონ, მოიძიონ ინფორმაცია, რათა თავიანთი ცოდნა გამოამჟღავნონ.“

„მზრუნველი მამის“ ტიტულის მფლობელი კონსტანტინე სალაძე:

„დიდ მადლობას ვუხდი izrune.ge-ს, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. ვხედავ ჩემი შვილების მონდომებასა და მოტივირებას სწავლის მიმართ. ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირა დღეს რუდუნებით ელოდებიან. მიღებული შედეგებით გახარებულ მშობლებს გვჯერა, რომ ჩვენი შვილები საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას დააგროვებენ ამ პროექტის მეშვეობით.

უღრმეს მადლობას ვუხდი N106 სკოლის დირექციას თანადგომისათვის. მადლობა შეუდარებელ პედაგოგს ქ-ნ ხათუნა გასიტაშვილს გაწეული შრომისა და თავდადებისათვის.“

ქეთევან თამარაშვილი:

ჩემი შვილი, ნიკოლოზ გოდინაშვილი, პორტალ izrune,ge-ს აქტიური მომხმარებელია. მისი ინდივიდუალური ტესტები ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლის ასაკზე მორგებულია. ბავშვი იძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მას შემდგომ ცხოვრებაში და პრაქტიკაში გამოადგება. ყოველ ხუთშაბათსა და თვის ბოლო კვირა დღეს, ჩემი შვილი სიამოვნებით მიუჯდება კომპიუტერს და ავსებს ტესტებს. მისასალმებელია დიპლომებით მოსწავლეების წახალისებაც.

დიდი მადლობა სკოლას და ამ პროექტის შემქმნელებს ჩვენი შვილების აღზრდა-განვითარებაზე ზრუნვისთვის.“

სოფო ზერაგია:

ჩვენი ოჯახი  მოუთმენლად ელის ხუთშაბათისა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“ მოსვლას. აქტიურად ვართ ტესტირებაში ჩართულნი. შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი კითხვებით შვილებთან ერთად მშობლებიც ბევრს ვსწავლობთ.

წარმატება მინდა ვუსურვო ყველა ბავშვს, თითოეულ „იზრუნელს“. მადლობა izrune.ge -ს , რომ ზრუნავს ჩვენი შვილების მრავალმხრივ განვითარებასა და წარმატებაზე.“

ლელა ხმელიძე:

izrune.ge -ეს არის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფი მოქმედებისა და აზროვნების უნარების გამომუშავებას. იგი ხელს უწყობს ბავშვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მოახდინოს კონცენტრირება.

Izrune.ge -ეს არის თანატოლებში თვითდამკვიდრებისა და ცოდნის გამოვლენის საუკეთესო გზა, არის მოტივაციის ამაღლება და სტიმული საკუთარი ინტელექტის ასამაღლებლად.“



რას ამბობენ ჩვენზე