მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
წალკა ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს მასპინძლობს.
პროექტის მთავარი მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს არსენ ჯმუხაძესთან ერთად Izrune.ge-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
ტრენინგი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას, Izrune.ge-ს წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და განათლებული ახალი თაობის წახალისება- ხელშეწყობას ემსახურება.
წალკის სკოლების წარმატებულ დირექტორებთან შეხვედრა სამუშაო ფორმატში, არსობრივი და ტექნიკური საკითხების გაცნობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ, Izrune.ge-ს მთავარი მიზანი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოვება, მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაა, ამ პროცესში კი წალკა მაღალი აქტივობითა და წარმატებით ერთვება.